x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"თალიდომიდის" ტრაგედია-როგორ დაასახიჩრა ათასობით ბავშვი ერთმა წამალმა
image1956 წლის 25 დეკემბერი, სტოლბერგი. ფარმაცევტული კომპანია Chemie Grünenthal- ს თანამშრომელს დიდი დღესასწაული აქვს - მისი მეუღლე მშობიარობს. თუმცა, სიხარული მალე კოშმარით იცვლება. ბავშვი დაიბადა ყურებისა და ცხვირის გარეშე. ექვსი წლის შემდეგ, კიდევ 12, 000 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდება 52 ქვეყანაში.



თითქის მთელ მსოფლიოში, იბადებოდნენ მუტანტი-ბავშვები. მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი დედები ერთი და იმავე წამალს იღებდნენ. ისტორიაში ეს ამბავი "თალიდომიდის ტრაგედიით" არის ცნობილი.მაინც რა მოხდა ექვსი ათეული წლის წინ?




მეოცე საუკუნის მრავალი სხვა საშინელების მსგავსად, თალიდომიდის ისტორია ნაცისტური გერმანიიდან იღებს სათავეს. ომამდე ჰერმან ვირტცი, აწარმოებდა საპონს, სუნამოებს და საყოფაცხოვრებო ქიმიკატებს, გერმანელმა საკმაოდ დიდი კაპიტალი დააგროვა და ომის შემდეგ - 1946 წელს, ვირტცი, რომელსაც უკვე დასაქმებული ჰყავდა ათეულობით ტექნიკური მუშაკი და მეცნიერი, ხსნის ფარმაცევტულ კომპანია Chemie Grünenthal-ს.



სამეცნიერო ჯგუფს ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა სპეციალისტი, 32 წლის დოქტორი ჰაინრიხ მიუკტერი.



მიუკტერი, ისევე როგორც ვირტცი, ადრე ნაცისტური პარტიის წევრი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს ის პოლონეთში საკონცენტრაციო შრომით ბანაკებში პატიმრებზე ექსპერიმენტებს ატარებდა. მეცნიერი ეძებდა ტიფის ვაქცინას, რა დროსაც ცდებს პირდაპირ ცოცხალ ადამიანებზე ატარებდა. ექიმ მიუკტერს მრავალი პატიმარი შემოაკვდა.მალე მათ შეუერთდათ ჰიტლერული გერმანიის კიდევ ერთი მეცნიერი ოტო ამბროსი, ის ნერვული-პარალიზების გაზის ერთ-ერთი შემქმნელი იყო, ივე ხელმძღვანელობდა IG Farben-ის მშენებლობას ოსვენციმში.


საბოლოოდ, Chemie Grünenthal- ის გუნდს შეუერთდა მარტინ სტიმლერი, მესამე რაიხის დროს რასობრივი ჰიგიენის და ევგენიზმის იდეის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმდევარი.


სწორედ ამ გუნდმა დაიწყო ახალი იაფასიანი ანტიბიოტიკის შექმნაზე მუშაობა..საბოლოოდ კი მიიღეს "თალიდომიდი", როგორც საუკეთესო დამამშვიდებელი საშუალება.


ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ეს დაადასტურა. ამასთან, "თალიდომიდს" ერთი სასარგებლო თვისება მაინც აღმოაჩნდა - ცხენის დოზებმა კი არ მოკლა ლაბორატორიიის ვირთაგვები.ასე, რომ ამ დამამშვიდბელ-ძილის მომგვრელ პრეპერატის ზედოზიდაც კი არ დაიღუპებოდა ადამიანი.



ძალიან მალე Chemie Grünenthal -ს მისდის სამადლობელო წერილები. თერაპევტებმა აღნიშნეს, რომ თალიდომიდს აქვს დამამშვიდებელი და ძილის მომგვრელი ეფექტი პაციენტებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ პრეპარატს არ აქვს გვერდითი მოვლენები, ხოლო დოზის გადაჭარბება, როგორც ცხოველების შემთხვევაში, არ იწვევს რაიმე სერიოზულ გართულებას.



1957 წლიდან, გერმანიაში დაიწყო ამ პრეპატარის მასიური გაყიდვა. ის ითვლეობოდა, როგორც უძილობის, თავის ტკივილის, ხველების, გულისრევის და გაციების საწინაარმდეგო "წამალი-სასწაული" .

image

უკვე 1958 წელს თალიდომიდი სუფთა სახით და ასევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებების ნაწილი (ასთმის, არტერიული წნევის და ა.შ.) გამოჩნდა ევროპის 45 სხვა ქვეყანაში, აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში.


ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ჩათვლით, ახალ პრეპარატს პოპულარობით მხოლოდ "ასპრინი" ასწრებდა. ხალხი გაოცებული იყო წამლის ეფექტურობით. ამასთან, დამატებითი კვლევები წამალზე აღარ ჩატარებულა.


ერთხელაც Chemie Grünenthal ოფისში, ღმერთმა იცის, რომელი ექიმისგან, მივიდა გამოხმაურება, მისი თქმით, თალიდომიდი საუკეთესო პრეპარატია ორსული ქალებისთვის, რადგან ის თრგუნავს გულისრევას, ამცირებს გაღიზიანებას და იწვევს ჯანმრთელ ძილს.


ბრიტანულმა სადისტრიბუტორო კომპანიამ დაუყოვნებლივ დაიწყო ამ ფაქტის რეკლამირება, სწორედ აქედან დაედო სათავე ტრაგედიას.

image


ახლა გავერკვეთ, რამ გამოიწვია არასრულფასოვანი ბავშვების დაბადება:


იზომერია- ესაა ფენომენი, რომლის დროსაც ქიმიურ ნაერთებს აქვთ ერთნაირი შემადგენლობა და მოლეკულური მასა, მაგრამ აღნაგობით ან ატომების მდებარეობით სივრცეში განსხვავდებიან და ამის შედეგად განსხვავდებიან თვისებებითაც. ახლა საქმე გვაქვს მხოლოდ ერთთან - ოპტიკასთან.


ოპტიკური იზომერიის დროს, ერთი და იგივე ნივთიერების ორი მოლეკულას აქვს იგივე თვისებები, მაგრამ მათი სტრუქტურა ასიმეტრიულია, მარცხენა და მარჯვენა მხარესთან შედარებით. ამის უკეთ წარმოსახვის მიზნით, ხელებს უნდა დავხედოთ. მათი სტრუქტურა არის იგივე, მაგრამ ასიმეტრიული მხარეებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხს ორი მარცხენა ან მარჯვენა ხელი ექნებოდა.

image


როგორც აღმოჩნდა თალიდომიდი შედგება ორი ოპტიკური იზომერისგან. რომელთაგან ერთი ბრუნავს მარჯვნივ და მეორე მარცხნივ. ამ წყვილიდან მხოლოდ ერთი იზომერს აქვს დამამშვიდებელ ეფექტი. ხოლო მეორე იჭრება ემბრიონის დნმ-ში და არღვევს ბუნებრივად უჯრედთა გაყოფას. ეს უკანასკნელი იწვევს ყველა სახის დეფორმაციას.

image

ამ თვისებას უწოდეს ტერატოგენული მოქმედება.ალბათ მიხვდებით, ის მეცნიერებმა მხოლოდ "თალიდიმიდის ტრაგედიის" შემდეგ აღმოაჩინეს.


სინამდვილეში, "სასწაული აბის" გამოყენება ორსულობის მე –20 დღეს იწვევს ნაყოფში თავის ტვინის დაზიანებას. 21-ე დღეს პრეპარატი აფერხებს თვალების წარმოქმნას. 22-ე დღეს - ყურები და სახე ზიანდება. 24-დან 28-ე დღემდე - ნაყოფის ხელ-ფეხი. ორსულობიდან 42 დღის შემდეგ "თალიდომიდი" ნაყოფს აღარ აზიანებს.

image

1956 წლიდან 1961 წლამდე მსოფლიოს 52 ქვეყანაში 12 000 ბავშვი დაიბადა თანდაყოლილი ნაკლოვანებებით, დღეისთვის ეს პრეპარატი აკრძალული არ არის, თუმცა შეცვლილია პრეპარატის დანიშნულება, ლიცენზირების არსებული პრაქტიკა და გამკაცრებული მოთხოვნები პრეპარატების ლიცენზირებაზე.

image

0
178
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0