x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დადგინდა იმ ქალების რაოდენობა,რომლებიც სელფის დროს ფოტოშოპს იყენებენ
image

კოსმეტიკური ფირმის Dove- ის ანალიტიკოსებმა ჩაატარეს გამოკვლევა და გაირკვეს, თუ ქალების რამდენი პროცენტი იყენებს ფოტოშოპს, სანამ სოციალურ ქსელებში სურათს ატვირთავს. გამოკითხვის შედეგები, რომელშიც ორი ათას ქალზე მეტი მონაწილეობდა, გამოქვეყნდა გამოცემა Daily Star-ში.



მოპოვებული მონაცემების თანახმად, გამოკითხულთა მეოთხედი ფოტოს რეტუშირებას უკეთებს და ისე ტვირთავს სოციალურ ქსელში. ცოტა უცნაური ისაა, რომ 24 წლამდე ასაკის გოგონები უფრო აქტიურად იყენებენ ფოტოშოპს, რა დროსაც მათი რაოდენობა გაორმაგებულია: ახალგაზრდა ქალების 51 პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა.


ისიც ცნობილი გახდა, რომ ქალები ყველაზე ხშირად ცვლიან სახის ზოგიერთ მახასიათებელს და "ლესავენ" კანის იმ ადგილებს, რაც მათი აზრით უშნოდ ჩანს. გამოკითხულთა მხოლოდ 16 პროცენტმა განაცხადა, რომ არასოდეს იყენებს ფოტოფილტრებს სურათზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებამდე.




გარდა ამისა, გამოკითხულთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ Instagram- ზე გამოქვეყნებული ცნობილი სექს-სიმბოლოების ფოტოები ჩვეულებრივი ქალების თვითშეფასებაზე უარყოფითად მოქმედებს, რადგან ისინი ახდენენ სრულყოფილ სხეულების და კანის ხარვეზების გარეშე დემონსტირებას.


თუმცა თავად ცნობილ ქალბატონებს და სექს-სიმბოლოებს არც თუ იშვიათად ფოტოშოპი იმდენად გადამლაშებული მოსდით ხოლმე, რომ საკმაოდ ადვილი შესამჩნევი ხდება დაკვირვებული ფანებისთვის, რის გამოც დაცინვის ობიექტი ხდებიან, ამ მხრივ განასაკუთრებით გამორჩევიან დები კარდაშიანები, მაგალითად: ქვემოთ მოცემულია ფოტო, რა დროსაც 39 წლის კიმ კარდაშიანს იმდენად "უშრომია" ფოტოშოპით, რომ თავის 10 წლის ნათესავ ბიჭუნაზე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.

image

image

ასევე იხილეთ


აგვისტოს დასაწყისში, ჟურნალმა Forbes- მა დაასახელა სოციალური ქსელის TikTok- ის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავები, რომლებმაც მოახერხეს მილიონ დოლარზე მეტი შემოსავლის მიღება 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის ივნისამდე პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ TikTok-ის პლატფორმაზე არ არსებობს მონეტიზაცია. TikTokers- ის ჩამონათვალში მოხვდენ ძირ...


5G უკვე საქართველოშია-მაგთიკომმა მსოფლიოს უახლესი, მე-5 თაობის ტექნოლოგიის ტესტირება დაიწყო. მაგთიკომი ამ მიმართულებით მსოფლიოს სამ წამყვან სატელეკომუნიკაციო აპარატურის მწარმოებელ კომპანიასთან თანამშრომლობს, უახლოეს მომავალში კიდევ ერთ სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებლისგან ელოდება აპარატურას. თუმცა "მაგთიკომის" განცხადებაში...


როგორი გარეგნობა ექნებოდათ ცნობილ ქალებს, მდიდრები რომ არ ყოფილიყვნენ?ეცხოვრათ ისე, როგორც ჩვეეულებრივ რიგით მოქალაქეები არიან, ემუშავათ სადმე ფაბრიკაში, კაფეში ან სახელოსნოში, რომლებსაც ხანდახან თვიდან თვემდე ძლივს ყოფნით ხელფასი, არ აქვთ საშუალება, გაიკეთონ პლასტიკური ოპერაციები, ჩაიტარონ ძვირად ღირებული კოსმეტიკური პროცედუ...


ტექნიკა და ნივთები, რომელიც ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილია, მუდმივად განიცდის მოდერნიზაციას და ყოველი ახალი მოდელის გამოსვლის შემდეგ, ის უფრო და უფრო შორდება ორიგინალს. ქვემოთ ნახავთ, როგორ გამოიყურებოდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა მოწყობილობები 100, 70 ან 50 წლის წინ. 1-თმის ფენი-1920 წელი 2...

0
103
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0