x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ტეილორ სვიფტმა ფანს უნივერსიტეტში სწავლის საფასური გადაუხადა

image

მომღერალი ტეილორ სვიფტი თავისი ქველმოქმედებებით ცნობილია, განსაკუთრებით კი თუ საქმე მის ფანებს ეხებათ. მაგალითად მარტის თვეში მინიმუმ 5 ადამიანს დაეხმარა ფინანსური კრიზისიდან გამოსვლაში. ახლა კი როგორც გაირკვა გოგონას, ვიტორია მარიოს უნივერსიტეტში სწავლის საფასური გადაუხადა. 18 წლის ვიტორია პორტუგალიიდანაა, მას სწავლა დიდ ბრიტანეთში უორიკსის უნივერსიტეტში სურდა დაეწყო მათემატიკის შესწავლა, მაგრამ გადასახადი 50 000 დოლარი არ გააჩნდა. ამის გამო გოგონამ კამპანია შექმნა GoFundMe ს პლატფორმაზე, სადაც ადამიანები თავიანთ ისტორიებს ყვებიან. მას შემდეგ რაც გადასახადის მესამედი შეაგროვა, გამოჩნდა ტეილორ სვიფტი, რომელმაც სწავლის გადასახადი სრულიად დაუფარა : “ვიტორია, შენს ისტორიას ინტერნეტში გადავაწყდი, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ ცდილობ ოცნების ახდენას, ამიტომ მინდა დარჩენილი თანხა გაჩუქო, წარმატებებს გისურვებ, სიყვარულით ტეილორი".

image

0
52
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0