x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
არ ვიცი კორონავირუსის პანდემიამ შეუცვალა ადამიანებს ფსიქიკა თუ სულ ასეთები იყვნენ ესენი

image
მე ამ სტატიაში არც იმის მტკიცებას შევუდგები, რომ კორონავირუსი რეალურად არსებული მძიმე ვირუსია და არც იმის მტკიცებას დავიწყებ, როგორც ზოგიერთები ამბობენ-ეს ერთი დიდი აფიორის ნაწილიაო.
მე უბრალოდ მინდა დაგანახოთ ადამიანები, რომლებიც სიტუაციისთვის შეუფერებლად იქცევიან. სიმართლე გითხრათ არც ესაა ჩემი საქმე, მაგრამ როცა საქმე ადამიანის პირადი ჰიგიენისათვის და ვირუსებთან ბრძოლის ერთერთ საშუალების სახით გამოშვებულ პირბადეს ეხება არ და ვერ გავჩუმდები.
მით უფრო როცა საქმე გვაქვს არა სადღაც მიყრუებულ და მიუვალ ადგილებში მცხოვრებ ადამიანებთან, არამედ ცნობილ ადამიანებთან, ამ შემთხვევაში ძირითადად მოდელებთან.
თავად სიტყვა პირბადე გვეუბნება, რომ მისი დანიშნულება სასუნთქი გზების დაფარვაა და არა ქალის ბიუსტის და ზოგადად ინტიმური ადგილების დაფარვა ამ საშუალებებით.
ერთგვარ ტრენდადაც კი იქცა პირბადეებით დაფარული სასქესო ორგანოების, თუ უბრალოდ ინტიმური ადგილების პირბადეებით დაფარულ მდგომარეობაში პოზირება. კი ბატონო გადაიღე სურათები თუ გეხალისება, მაგრამ ამ უაზრობას რაღას ავრცელებ?
მე არც ევროპელი ვარ და არც აზიელი, მე ვარ ქართველი და მე ვარ კავკასიელი.
შესაბამისად ამ მსიამოვნებს ჩემი შვილების მიერ მსგავსი სურათების ნახვის ალბათობაც კი.
ამასაც თავი დავანებოთ, დავიჯერო ამათ არ უნახავთ ისეთი გაჭირვებულები, რომლებსაც პირბადის ყიდვის შესაძლებლობა ან საშუალება არ ჰქონდათ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს?
"PLAYBOY"-ის 27 წლის მოდელმა იასმინ სანტოსმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სურათები, სადაც დამცავი სათვალე უკეთია, ხოლო ინტიმურ ადგილებს პირბადეები უფარავს.
თან მნახველებს ურჩევს: "პირბადეების ბოლოები დაჭიმეთ, გადააერთეთ და ბიუსტზე აიფარეთ, დარჩენილი ბოლოები კი ზურგზე შეიკარით და მშვენიერი ბიუსტჰალტერი გამოგივათო".
imageimageimage იასმინს არც სხვები ჩამორჩნენ, ესეც მათი სურათები
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



+14










0
465
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
465