x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, ქეთი დუმბაძე მამაზე
image
ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, ქეთი დუმბაძე წერდა:
"ახლა ვხვდები ბევრ რამეს. სიკვდილის წინ მამამ თქვა, მალე მოვკვდები, ჩემი გარდაცვალების მერე ჩემს წიგნებს სულ სხვანაირად წაიკითხავ, დრო გავა და სხვებიც სხვანაირად წაიკითხავენო და ეს მართლა გამოვცადე საკუთარ თავზე. ახლა მართლა აღმოჩენებს ვაკეთებ.
ილიკო და ილარიონი ძალიან სასაცილოა 12-15 წლის ასაკში. როცა 35 წლის ასაკში კითხულობ, სულ სხვა ემოცია შემოდის. ხვდები, რომ იქ 37 წელია, რატომ არის ზურიკელა ობოლი, რატომ არის სოფელში, რატომ ეუბნება ოლღა ბებია, რა ვიცი, მამაშენი 37 წლის სახლიდან რომ გავიდა, მერე აღარ დაბრუნებულაო. “მზიან ღამეში” პირდაპირ არის გაშიფრული, დედა გადასახლებიდან ჩამოდის, ღამე როგორ ეძებს იმ ხალს, რომელიც შვილს ჰქონდა, რომ დარწმუნდეს, საკუთარი შვილია თუ არა. სტალინი რომ კვდება, დედა ეუბნება, რადიომ თქვას შვილო, შენ არ თქვა, არ გაიმეოროო. დედას რომ ეხვეწება, არ მომიკვდე, ახლა ვიგრძენი, რომ ჩემი დედა ხარ და ისევ არ მიმატოვოო.
ახლა ვხვდები და ვიცი, მამაჩემი რატომ მოკვდა ასე ადრე, იმიტომ, რომ ამდენი უბედურება თავად გადაიტანა – ობლობა, შვილის სიკვდილი, ნათესავების ტრაგედია, ჰელადოსები, ოლღა ბებია, ყველაფერი მის ცხოვრებაში რეალურად იყო...”
0
240
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0