x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ადამიანები მთელი მსოფლიოდან იღებენ იდუმალებით მოსილ ამანათებს. რა ხდება?

image

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აშშს-ს, კანადის, ახალი ზელანდიის დადიდი ბრიტანეთის მაცხოვრებლებს მოსდით უცნაური ამანათები ჩინეთიდან, სადაც ცელოფნის პარკებში დევს თესლი სხვადასხვა ფერის და ფორმის, თუმცა შეფუთვას აწერია, რომ ამანათში ბიჟიუტერია ან სათამაშო დევს.


მსგავსი ფაქტები წარსულშიდაც მომხდარა, 2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტიდან 2კვირის თავზე აშს- რამდენიმე ოფისს მიუვიდა კონვერტები, სადაც ციმბირის წყლულის სპორები იყო ჩადებული, შედეგად დაინფიცირდა 17 ადამიანი, აქედან დაიღუპა 5.

გაირკვა დამნაშავეც, იგი აღმოჩნდა სამხედრო მიკრობიოლოგი ბრიუს აივინსი, რომელმაც 2008 წელს თავი მოიკლა და საქმეც დაიხურა.


ამიტომ აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოუწოდა მოსახლეობას დიდი სიფრთხილე გამოიჩინონ და არ გახსნან ამანათი.თუმცა ზოგიერთმა ცნობისმოყვარემ მაინც გახსნა ამანათი და დათესეს კიდეც, უმეტესობამ არ იხარა.

დოილ კრეშნოუმ არკანზასიდან განაცხადა, რომ თესლი დათესა, სასუქიც მისცა და რწყავდა კიდეც..მალევე მცენარე გაიზარდა, უზარმაზარი ნარინჯისფერი ყვავილი გაიკეთა და მისცა ყაბაყის მსგავსი ნაყოფი.

გზავნილები ჩინეთიდან აშშ- 12 შტატში მივიდა, მარტო ფლორიდაში 600 -ზე მეტ ადამიანს მიუვიდა.


აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა დაიწყეს ერთობლივი გამოძიება, ამანათების გზავნილები ანალიზის შედეგად სრულიად უვნებელი გამოდგა ეს იყო კომბოსტოს, მდოგვის, პიტნის, ვარდის, ლავარდის სხვა მცენარეების თესლები.

მაშ რა მიზანი ამოძრავებთ ამანათის გამომგზავნებს?აქაც პასუხი მარტივია-ჩინური ონლაინ მაღაზიები ამით ცდილობენ რეკლამის გაკეთებას და მსოფლიო ონლაინ ბაზარზე გასვლას, როგორც გაირკვა, როდესაც საქონელი ადრესატამდე მიდის..იწერება ონ-ლაინ მაღაზიის ყალბი შექება რეიტინგის ამაღლების მიზნით..რატომ მაინცდამაინც თესლები?იაფია, მსუბუქი და შესაბამისად ფოსტაშიც გროშების გადახდა უწევთ.

1
410
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
410
  
2020, 29 აგვისტო, 14:49
ო ეს ჩინელები რა, რასაც ეგენი არ მოიფიქრებენ :–)
0 1 1