x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ამერიკელ მსახიობს უნივერსიტეტში შვილის მოწყობისთვის გადახდილი ქრთამის გამო პატიმრობა მიესაჯა
image
მსახიობ ლორი ლაფლინს სერიალიდან "სავსე სახლი"(Full House) ორითვიანი პატიმრობა მიესჯა თავისი ქალიშვილების სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში მოსაწყობად გადახდილი ქრთამისთვის. ამერიკელ სიტუაციური კომედიის ვარსკვლავს ასევე მოუწევს 100 საათი საზოგადოებრივი შრომის შესრულება.

მის მეუღლეს, ცნობილ დიზაინერს მოსიმო ჯიანულის, ხუთი თვე ციხე და 250 საათი საზოგადოებრივი შრომა მოუწევს. ამასთან ერთად ლაფლინმა და ჯიანულმა უნდა გადაიხადონ ჯარიმები, შესაბამისად, 150, 000 და 250, 000 ათასი დოლარი




მსახიობმა და მისმა ქმარმა კალიფორნიის უნივერსიტეტში ქრთამით მოაწყეს საკუთარი ორი ქალიშვილი, სპორტული კვოტით, ნიჩბოსნობაში არარსებული მიღწევებისთვის. პროკურორების განმარტებით, ცოლ-ქმარმა ქალიშილების მოწყობაში 500000 დოლარი გადაიხადეს.მათ დანაშაული აღიარეს.




შეგახსენებთ, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) 2019 წლის მარტში დაასრულა გამოძიება კოდური სახელწოდებით "უნივერსიტეტის ბლუზი", რომელმაც გამოაშკარავა უმსხვილესი კორუფციური გარიგებები განათლების სფეროში, რომელიც აშშ-ს ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებს შეეხებოდა, ესენია იელი, სტენფორდის, სამხრეთ კალიფორნიის, უაიკ ფორესტის და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტები.


გავლენიანი და მდიდარი მშობლები იხდიდნენ მილიონობით დოლარს, რომ მათი შვილები პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ჩარიცხულიყვნენ.სკანდალში გაეხვა 30-ზე მეტი შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი.მათ შორის არის "სასოწარკვეთილი დიასახლისების" ვარსკვლავი ფელისიტი ჰაფმანი , რომელმაც ქრთამი გადაიხადა უნივერსიტეტში ქალიშვილის მოწყობისთვის, სასამართლომ ჰაფმანს ორი კვირა ციხე, 250 საათი საზოგადოებრივი შრომა და 30 000 დოლარის გადახდა დააკისრა.

image



დაკავება განხორციელდა 6 შტატში, სასამართლო განიხილავს დანაშაულებს, რომელიც 2010 წლიდან 2019 წლამდე ხდებოდა.თავად უნივერსიტეტების მექრთამე ფიგურანტებს 62 წელი ციხე ელოდებათ.


"ყოველი ასეთი შემთხვევა ნიჭიერ ჭაბუკებს და გოგონებს ართმევდა შესაძლებლობას მიეღოთ განათლება ანუ კორუფცია უმაღლეს სასწავლებლებში არღვევდა სტუდენტთა უფლებებს მიეღოთ განათლება."-განაცხადა პროკურორმა ენდრიუ ლელინგმა.

0
262
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0