ვარსკვლავები ყველაზე სექსუალური ბებია -110 გრადუს ყინვაში იტარებს კრიოთერაპიას 2020, 26 აგვისტო, 10:56 ავსტრალიელი 49 წლის ჯინა სტიუარტი მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ ბებიად ითვლება. მაგრამ სრულყოფილი გარეგნობა ნამდვილად არ არის იღბლიანი საჩუქარი, არამედ შრომისმოყვარეობის შედეგი. მოდელმა მამაკაცების ჟურნალებისთვის აღიარა, რომ მას ძალიან ეშინია ნემსების, ამიტომ მისთვის ინექციები და პლასტიკური ოპერაციები აკრძალულია. თუმცა წლების განმავლობაში, თუ ვიმსჯელებთ თავად მოდელის გარეგნობით, ჯინამ შეძლო შეემუშავებინა სისტემა, წერს Daily Star. ქალმა მრავალი კოსმეტიკური პროცედურა შეცვალა კრიოთერაპიით.(სიცივით მკურნალობა) ჯინა კაფსულაში სამი წუთის განმავლობაში იკეტება, სადაც მისი სხეული სუპერ ქვე-ნულოვან ტემპერატურაზეა, -110 გრადუსზე. ასეთი კანკალი უჯრედების გააქტიურებას და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. მოდელი აღნიშნავს, რომ ის ერთ სეანსზე 800 კალორიას კარგავს. მაგრამ მხოლოდ კრიოთერაპია საკმარისი არ არის, ამ საკითხში აუიცლებელია კომპლექსური მიდგომა. ჯინა ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია ვარჯიში და კვების მონიტორინგი. ის ცილოვან დიეტაზე იმყოფება, ამჯობინებს ქათმის ფილეს, ბროკოლы და ბატატს(ტკბილი კარტოფილი). ჯინამ ყავაზე და ალკოჰოლზე უარი თქვა, მაგრამ ზოგჯერ თავს აძლევს უფლებას შოკოლადს მიეპაროს. კანის მოვლისთვის, ჯინა განსაკუთრებით გამოყოფს ვარდის ზეთს, რომელსაც იგი ყოველდღიურად ისვამს სხეულზე. ის კანს ელასტიურს ხდის და ეხმარება რეგენერაციაში. "ეს ზეთი ბევრს მეხმარება, ამიტომ ჩემთვის ეს არის ბოტოქსის ანალოგი - მხოლოდ ბოთლში, Საიდუმლო იარაღი!"-წერს ჯინა სტიუარტი. 615 5-ს მოსწონს
|