x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლეგენდარულმა რიგის ქარხანა RVR-მა 125 წლის შემდეგ არსებობა შეწყვიტა
image

ლატვია საბოლოოდ გამოემშვიდობა ლეგენდარულ ქარხანას, რომელმაც 125 წელი იარსება- ამ დღეებში საბჭოთა პერიოდის დროინდელი უკანასკნელი საწარმო ლატვიაში- რიგის ვაგონმშენებელი ქარხანა ანუ RVR - საბოლოოდ გაკოტრდა.


RVR დაარსდა 1895 წელს, როგორც phoenix სააქციო საზოგადოება. ეს იყო საუკეთესო ვაგონების ქარხანა რუსეთის იმპერიაში.


1895 წლის 31 მარტს ავსტრიელმა მეწარმემ ოსკარ ფრეივორტმა მიიღო რუსეთის იმპერატორის ნებართვა, რომ შეექმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ phoenix “. ქარხნის ასაშენებლად მან მიწის ნაკვეთი რიგაში იყიდა, რიგა-ფსკოვის რკინიგზის გვერდით. პროექტში მიიწვიეს ცნობილი რიგელი არქიტექტორი კარლ იოჰან ფელსკო. 1897 წლის ბოლოს ქარხანაში დასაქმებული იყო 2000-ზე მეტი ადამიანი. ქარხანა სპეციალიზირებული იყო, სატვირთო, სამგზავრო, მაცივარ ვაგონების და პლატფორმების წარმოებაზე. 1902 წელს ქარხანამ გამოუშვა 7000 ვაგონი.


image


1925 წელს რეკონსტრუქციის შემდეგ, ლატვიის ერთ-ერთმა უდიდესმა მანქანათმშენებელობის საწარმომ, ტრამვაებისა და ვაგონების გარდა, 1936 წლიდან დაიწყო ავტომობილი Ford-Shield Cars– სის გამოშვება როგორც შიდა, ისე საზღვარგარეთ ბაზრისთვის.

image


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, RVR გახდა ერთ-ერთი უდიდესი სარკინიგზო ქარხანა სსრკ-ში. RVR მატარებლები ექსპორტზე გადიოდა იუგოსლავიაში, ბულგარეთსა და კუბაში და სხვა ქვეყნებში.ყველაზე პოპულარული სერიები იყო ER1, ER2, ER22 და ER9 ელექტრო მატარებლები, ასევე RVR-6 ტრამვაი.

image

პირველი ჩქაროსნული მატარებელი ER200 ასევე დამზადდა რიგის ქარხანაში.

image


ყოფილი სსრკ-სა და იუგოსლავიის რესპუბლიკის ტერიტორიებზე, RVR- ის მიერ წარმოებული მატარებლებს და ტრამვაის ახლაც შეხვდებით.ხოლო ER2- ს მოდერნიზებული ელექტრო მატარებლები ლატვიაში დღემდე მოძრაობენ.

image

სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ქარხანას მკვეთრად შეუმცირდა შეკვეთები, ძირითადად არსებული მატარებლების რემონტსა და მოდერნიზაციაზე. გამოვიდა ასევე რამდენიმე ახალი მატარებელიც.

image

1994 წლიდან ქარხანამ მიიღო ახალი შეკვეთები გადაბმულ ტრამვაიზე(TR-2) ბელორუსიდან, აზერბაიჯანიდან, სერბეთიდან, რუსეთიდან, ლიტვიდან და ბულგარეთიდან, თითქმის ბოლო ნახევარი საუკუნე RVR იყო ერთადერთი უმსხვილესი ელექტრომატარებლების და ტრამვაის მწარმოებელი სსრკ-ში და მთლიანად ევროპაში, 1947 წლიდან 1993 წლამდე ქარხანამ დაამზადა 20 347 ელექტრომატარებელი, 1934 დიზელის მატარებელი და 7744 ტრამვაი.

image

2001 წლიდან ახალი მოდერნიზირებული მატარებლები უკრაინაში, ხოლო 2003 წელს საქართველოში მოძრაობს(ER2T-7251)image

2015 წელს მიუხედავად იმისა, რომ ქარხნის მოგება 200 000 ევრო იყო, მომავალ წელს ზარალი 2, 96 მილიონი ევრო შეადგინა.


2017 წლიდან დაიწყო ქარხნის ნელნელა დაშლა, ზედიზედ უქმდებოდა საამქროები, რომელსაც ჯართში აბარებდნენ, მის ადგილზე მაღაზიები და გასართობი ცენტრები გაიხსნა, 2020 წელს რიგის ვაგონმშენებელ ქარხანას წერტილი დაესვა.ფოტოზე ხედავთ ერთ-ერთ უკანასკნელ ელექტრომატარებელს.image

0
331
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0