x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტოკუგავა იეიასუ
image

1543 წლის 31 იანვარს დაიბადა ტოკუგავა იეიასუ, იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა იაპონიის ცენტრალიზებულ ფეოდალურ სახელმწიფოს. მსოფლიო ისტორიისათვის პიროვნების მასშტაბისა და მნიშვნელობის თვალსაზრისით ტოკუგავა შეიძლება შევადაროთ პეტრე I- ს ან "რკინის კანცლერს" ბისმარკს.


მეომარ სამთავროთა ეპოქა.


ტოკუგავა იეიასუ სამურაების პატარა საგვარეულოს წამომადგენელი იყო, რომელსაც "მაცუდაირა" (Matsudaira) ეწოდებოდა. იმ დროისთვის თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა "მეომარ სახელმწიფოთა ეპოქა" (სასტიკი შიდა ომების პერიოდი, რომელშიც მსხვილმა ფეოდალურმა სამთავროებმა დაანაწევრეს იაპონია, 1467 წლიდან.) საიმპერატორო ძალაუფლება უკიდურესად დასუსტდა და გაუფასურდა. იეიასუმ ბევრი გადაიტანა თავისი ახლობლებისა და ნათესავების გამო, არაერთხელ იყო პოლიტური მძევლის როლში, საბოლოოდ მტკიცედ გადაწყვიტა ცხოვრება მიეძღვნა იაპონიის ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღორძინებისთვის.

image


დიდი მხედართმთავრების ეპოქა.



ტოკუგავამ დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა იაპონიის გაერთიანებისკენ, ოდა ნობუნაგასთან ერთად (კიდევ ერთი ფეოდალი, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ პროცესს.) ასე დაიწყო "დიდი მხედართმთავრების ეპოქა" გაგრძელდა 1568-დან 1600 წლამდე. 1582 წელს გარდაიცვალა ნობუნაგა, ის შეცვალა ტოიოტომი ჰიდეიოსიმ, მასაც ჰქონდა პრეტენზია იაპონიის გამაერთიანებლის სახელზე. იეიასუმ აღიარა ჰიდეიოსი მოკავშირედ, მაგრამ 1598 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ, ტოიოტომის სახელით დაიწყო საკუთარი ძალების შეკრება. 1600-1615 წლებში ტოკუგავამ დაამარცხა მოწინააღმდეგეები და კონკურენტები, და აევე გაანადგურა ტოიოტომის საგვარეულო (კლანი) ასე გახდა ტოკუგავა იაპონიის ერთპიროვნული და სრულუფლებიანი მმართველი.

image

სიოგუნატის ეპოქა.


ტოკუგავას როლი ამ მოვლენებში მნიშვნელოვანია იმით, რომ, ნობუნაგასა და ჰიდეიოსისგან განსხვავებით, ის არ ანადგუნრბდა ძველ იაპონურ წესრიგს. (ამ პროსესის გარეშე შეუძლებელი იყო აღორძინება) მხარი დაუჭირა იაპონიის გაერთიანებისკენ მიმართულ ფეოდალებს, სწორედ იეასუმ შეძლო მათი დამორჩილება, ვისაც სურდა განუსაზღვრელი ადგილობრივი ძალაუფლება შეენარჩუნებინა. ტოკუგავამ 1603 წელს შექმნა სიოგუნატი - სამურაების ფეოდალურ-სამხედრო ხელისუფლება, რომელსაც ტოკუგავას საგვარეულო კლანი მეთაურობდა. ტოკუგავას სიოგუნატის მმართველობა გაგრძელდა 1868 წლამდე, როდესაც ის ჩაანაცვლა "მეიძის ეპოქა" -მ, რომელმაც განსაზღვრა იაპონიის კაპიტალისტური განვითარების გზა.

ტოკუგავამ დაალაგა ურთიერთობები ნიდერლანდებთან, განდევნა ევროპელები იაპონიიდან და აკრძალა ქრისტიანობა ( ქრისტიანთა პატარა ჯგუფი მაინც შემორჩა.) ამან გამოიწვია იაპონიის ჩაკეტვა დასავლეთთან ურთიერთობაში. ტოკუგავა 1616 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ მას უწოდეს "დიდი ღმერთი-მხსნელი, რომელმაც გაანათა აღმოსავლეთი"

image





0
88
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0