x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მოვკლავდი და ჩავბარდებოდი პოლიციას, მთელი არსებით მძულს" – ნიკა გვარამია

image


"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თერჯოლაში მამის მიერ 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს ეხმაურება, გვარამიას თქმით, ის ბავშვის მამას სიცოცხლეს დაუფიქრებლად გამოასალმებდა და პოლიციასაც საკუთრი ნებით, სიამოვნებით ჩაბარდებოდა: "ამ მამას მოვკლავდი და სიამოვნებით ჩავჯდებოდი ციხეში. არც მეტი, არც ნაკლები. გინდა ლინჩის წესი მეძახეთ, გინდა ძალადობისკენ მომწოდებელი, გინდა რაც გინდათ ის. აი ასე, მოვკლავდი და ჩავბარდებოდი პოლიციას. თელი არსებით მძულს."- დაწერა ნიკა გვარამიამ. გავრცელებული ინფორმაციით, 23 აგვისტოს სო­ფელ ძევრში 11 წლის ბავშვი ხეზე ჩამომხრჩვალი მამამ იპოვა და სავარაუდოდ, პოლიციაც სწორედ მან გამოიძახა. მომ­ხდარ ფაქ­ტზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით გა­ირ­კვა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მის არას­რულ­წლო­ვან შვილ­ზე სის­ტე­მა­ტუ­რად ძა­ლა­დობ­და რა­მაც, არასრულ­წლო­ვა­ნის თვით­მკვლე­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით გარდაცვლილის მამა უკვე დააკავა. დაკავებულს ბრალის დადასტურების შემთხვევაში 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.



0
2003
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2003