x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508458
დაცვის უფროსს პატარძლის სახით მოჩვენება გამოეცხადა
image


მამაკაცის თქმით, მანამდე მას არასდროს სჯეროდა მოჩვენებების, მაგრამ რაც ნახა. სხვა ახსნა ვერ მოუძებნა.


ბირმინგემში სამშენებლო ობიექტის უსაფრთხოების უფროსმა ადამ ლისი(Adam Lees), ღამით მორიგეობის დროს ისეთი რამ იხილა, რამაც შიშისგან ძარღვებში სისხლი გაუყინა.


მამაკაცის თქმით, ღამით კამერაზე მოძრაობის სენსორი ამუშავდა და მიიღო სიგნალი. როდესაც მან ეკრანს გახედა, გაოცებისგან გაშეშდა, ეკრანზე იხილა გოგონას აჩრდილი, რომელსაც საპატარძლო კაბის მსგავსი ეცვა და ხელში რაღაც გაურკვეველი საგანი ეჭირა.


image

ადამმა დაუყოვნებლივ შეატყობინა უსაფრთხოების მუშაკებს, შეემოწმებინათ ობიექტი, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა მთლიანად შემოიარეს ობიექტი და საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს წერს Birmingham Live. ადამის თქმით, მან ვერაფრით ვერ ახსნა ეს შიშისმომგვრელი ინციდენტი და მსგავსი ცხოვრებაში არაფერი უნახია.


"წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძლება ყოფილიყო, დანარჩენი ღამის განმავლობაში თვალი ვერ მოვხუჭე და ვცახცახებდი. არასოდეს მჯეროდა მოჩვენებების, მაგრამ ეს ვერაფრით ავხსენი. ეს იყო ყველაზე უცნაური რამ, რაც კი მე მინახავს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასობით მსგავსი ობიექტის დაკვირვებისას."-აღნიშნა ადამ ლისმა.

image

საერთოდ ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთი "მოჩვენებების ქვეყნად" ითვლება, სხვაგვარად "სულების ქვეყანასაც" უწოდებენ.

სწორედ ინგლისს უკავშირდება ყველაზე მეტი ისტორიები ახალგაზრდა ქალების – ფერმკრთალ ლანდებზე და მუხანათურად მოკლული მეფეების აჩრდილებზე, რომ ინგლისის თითქმის ყველა სასახლის ბნელ ან მიტოვებულ დერეფნებში მოჩვენებები დაეხეტებიან და ა.შ.არსებობს ცნობილი ტელეპროექტიც "მოჩვენებებზე მონადირეები", რა დროსაც მოქმედება ძირითადად დიდი ბრიტანეთში ხდება.

0
218
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0