x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა გავლენას ახდენს დასმული შეკითხვა მეხსიერებაზე?
image
ადამიანებს ხშირად გვგონია, რომ ყველაფერი ობიექტური სიზუსტით გვახსოვს, ისე როგორც რეალურად მოხდა, თუმცა ასე არ არის და გახსენებული ინფორმაციის ფორმასა და შინაარსზე გავლენას უამრავი გარეშე ფაქტორი ახდენს.

ყოველდღიური მოვლენები, რომლებიც ადამიანების მეხსიერებაში უნდა ინახებოდეს მეტად კომპლექსური, ვიზუალურად დატვირთული და სწრაფად მიმდინარეა. რა თქმა უნდა ჩვენ იშვიათად ვითხოვთ ამ მეხსიერებიდან აღდგენილი მონაცემების გადამოწმებას, მაგრამ ხანდახან ამისი გადამოწმება მნიშვნელოვანია, მაგალითად მაშინ, როდესაც კრიმინალის ან რაიმე მნიშვნელოვანი შემთხვევის მოწმეები ვხდებით. როდესაც ვინმე რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას შეესწრება, ვიღაც ყოველთვის ეკითხება მას ამ მოვლენის შესახებ.

ახდენს მოვლენის შემდეგ დასმული შეკითხვა მეხსიერებაზე რაიმე გაივლენას თუ ჩვენ ამ შეკითხვას მაშინვე დავუსვამთ მოწმეს? მოცემული კვლევები ეხება იმას თუ რა გავლენას ახდენს მიმართული/წამყვანი/ მაპროვოცირებელი შეკითხვა პასუხზე .

პასუხი დამოკიდებულია შეკითხვის ფორმირებაზე


ის თუ როგორ ახდენს შეკითხვის ფორმირება გავლენას ადამიანის პასუხზე გადმოცემულია ჰარისის მიერ 1973 წელს გამოცემულ კვლევაში. მის ცდისპირებს ეუბნებოდნენ რომ ექსპერიმენტის კვლევის საგანს წარმოადგენდა ის თუ რამდენად ზუსტად გამოიცნობნენ ისინი რაოდენობრივად ზომებს . ცდისპირთა ნაწილს ეკითხებოდნენ „ რამდენად მაღალი იყო კალათბურთის მოთამაშე?“ ხოლო მეორე ნაწილს კი ეკითხებოდნენ „ რამდენად დაბალი იყო კალათბურთის მოთამაშე?“ პირველ შემთხვევაში ცდისპირთა საშუალო მაჩვენებელი 79 ინჩი იყო (190 სმ) ხოლო მეორე შემთხვვაში კი 69ინჩი(175სმ) . მსგავსი შედეგი დაფიქსირდა სხვა შეკითხვებზეც „ რამდენად გრძელი იყო ფილმი? „ „ რამდენად მოკლე იყო ფილმი? პირველ შემთხვევაში 130 წთ იყო საშუალოდ, მეორეში კი 100 . მიუხედავად იმისა რომ ეს არ იყო ჰარისის კვლევის ცენტრალური ჰიპოთეზა მაინც ჩანს რომ შეკითხვა გავლენას ახდენდა პასუხზე.

ელიზაბედ ლოფტუსის ერთ-ერთ გამოუყვეყნებელ კვლევაში 40 ცდისმონაწილეს ჩაუტარდა ინტერვიუ თავის ტკივილებისა და ტკივილგამაყუჩებელი პროდუქტების გამოყენების შესახებ, ცდისმონაწილეებს ეგონათ რომ ისინი მონაწილეობას იღებდნენ მარკეტინგულ კვლევაში ტკვილგამაყუჩებელი პროდუქტების შესახებ.

ორი კრიტიკული შეკითხვა იყო მოცემული ექსპერიმენტში. ცდისპირთა ერთ ნაწილს ეკითხებოდნენ რამდენი ტკივილგამაუჩებელი პროდუქტი გიცდიათ რომ გამოგეყენებინათ? 1? 2? 3?

მეორე ნაწილს იგივე შეკითხვას უსვამდნენ განსხვავება მხოლოდ ციფრებში იყო 1? 5? 10? აღმოჩნდა რომ პირველშემთხვევაში ცდისპირთა საშუალო 3.3 იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში 5.2.

ლოფტუსისა და პალმერის 1974 წელს ჩატარებულ კვლევაში ცდის მონაწილეები ნახულობდნენ მოკლე ფილმს სადაც ორი მანქანა ერთმანეთს ეჯახებოდა, შეკითხვა ფორმულირებული იყო ორი გზით, მონაწილეთა ნაწილს ეკითხებოდნენ რამდენად სწრაფად მოძრაობდნენ მანქანები როდესაც ერთმანეთს შეასკდნენ? ხოლო მეორე ნაწილს „ რამდენად სწრაფად მოძრაობდნენ მანქანები როდესაც ერთმანეტს შეეჯახნენ/მიარტყეს. აღმოჩნდა, რომ თუ, კითხვაში გამოყენებული იყო სიტყვა „შეასკდნენ“ ცდის მონაწილეები უფრო მეტად მაღალ სიჩქარეს აფიქსირებდნენ, ვიდრე მაშინ, როდესაც შეკითხვაში გამოყენებული იყო სიტყვა „ მიარტყეს“.

მაშასადამე, ის თუ როგორ დავუსვამთ ადამიანებს შეკითხვას გასახსენებელი ინფორმაციის შესახებ, გავლენას ახდენს აღდგენილი ინფორმაციის ფორმასა და შინაარსზე.

0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მახათაძე
მარიამ მახათაძე
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0