x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც ქილერი ცნობილი აზერბაიჯანელი "კანონიერი ქურდის" ნადირ სალიფოვის მოსაკლავად მიემართება

image მოგეხსენებათ თურქეთში, კერძოდ კი ანტალიაში მოკლეს ცნობილი, საქართველოში დაბადებული აზერბაიჯანელი "კრიმინალური ავტორიტეტი" ნადირ სალიფოვი, იგივე "ლოტუ გული".
"კრიმინალურ ავტორიტეტს" მაშინ ესროლეს ოთხჯერ, როცა ის თავის გარემოცვასთან ერთად ბანქოს თამაშობდა რესტორანში.
სალიფოვი 2000 წელს გახდა "კანონიერი ქურდი" და იმ დღიდანვე დაიწყო ბრძოლა აზერბაიჯანელ კრიმინალებში პირველობისათვის, ამასაც არ დასჯერდა და ძველი თაობის "კანონიერ ქურდებსაც" დაუპირისპირდა. სალიფოვმა თავი გაითქვა, როგორც სასტიკმა კრიმინალმა, რომლის ქილერები მიყოლებით ანადგურებდნენ მის გზაზე მდგარ კრიმინალებს.
ნომერ პირველმა აზერბაიჯენელმა კრიმინალმა როვშან ჯანიევმა სალიფოვთან მოლაპარაკების გზით საქმის მოგვარება, რომ ვერ შესძლო, როგორც აზერბაიჯანული პრესა იუწყებოდა "ლოტუ გულის" ქილერები მიუგზავნა, თუმცა მან დროულად მიიღო ინფორმაცია და საღსალამათი გადარჩა. ამ ამბიდან მალევე 2016 წელს როვშან ჯანიევი იგივე "ლენქორანსკი" თურქეთში ქუჩაში ჩაცხრილეს.
ჯანიევის ნათესავებთან თურქეთში ჩასულ ქართველ "კანონიერი ქურდს" გურამ ჩიხლაძეს, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ლეგენდარული ავდანდილ ჩიხლაძის შვილია სალიფოვმა შეხვედრა სთხოვა, შეხვედრაც შესდგა, შეხვედრამდე შაქრო კალაშოვმა ციხიდან დაურეკა სალიფოვს და სთხოვა ზედმეტი არ მოსვლოდა (ჩიხლაძე კალაშოვის ნათლულია).
შეხვედრა შესდგა, სადაც საკმაოდ უხეში სახით წავიდა საუბარი, ჩიხლაძის უხეშ პასუხზე სალიფოვის თანხმბლებმა პირმა "არმან დიკიმ" გურამს დაარტყა, რასაც "ქურდული კანონის" შესაბამისად მისი პასუხი უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ჩიხლაძე შებრუნდა და წავიდა. სწორედ მაშინ თქვა სალიფოვმა: პირველად ვნახე გაქცეული ქურდიო!
გაბრაზებულმა კალაშოვმა სალიფოვს მოსთხოვა "ქურდის" ხელყოფისათვის "დიკი" დაესაჯა, რაზეც სალიფოვის პასუხი იყო: მან არ იცოდა ჩიხლაძე ქურდი თუ იყო, "დიკი" დაისჯება იმის გამო, რომ ჩემზე ადრე აწია ხელი დაპირისპირებულ პირზე.
"კვეჟოევიჩს" ცუდად წაუვიდოდა ალბათ საქმე, უპასუხოდ დატოვებული ხელყოფის გამო, მაგრამ საქმეში ქუთაისელი "კანონიერი ქურდი" ბადრი კოღუაშვილი ჩაერია, რომელმაც სალიფოვი არაქურდად გამოაცხადა, რამაც მათ შორის სიტუაცია ძალზე დაძაბა.
ომი გარდაუვალი გახდა, საქმეში ცნობილი "კრიმინალური ავტორიტეტები" ჩაერივნენ, მაგრამ სალიფოვი კატეგორიული იყო, ბოდიში მოიხადონ ან შერიგება არ შედგება და კონფლიქტი მაშინ ამოიწურება როცა რომელიმე ჩვენგანი გარდაიცვლება.
ამ დროისათვის აზერბაიჯანელმა კრიმინალებმა რომლებიც ჯანიევის მოკავშირეები იყვნენ ღიად დაადეს ხელი სალიფოვს და მის ქილერებს როვშან ჯანიევის მკვლელობაში.
გაჟღერდა ნათქვამიც, ვინც "ლოტუ გულს" მოკლავდა ერთ მილიონ დოლარს მიიღებდა კომპენსაციის სახით და ჯანიევის მომხრე "კანონიერი ქურდების" მხარდაჭერასაც.
ნადირ სალიფოვთან შეგზავნილ იქნა ბაქოელი კრიმინალური ავტორიტეტი ხან "ბაკინსკი", რომელმაც მალევე მოიპოვა სალიფოვის ნდობა და მისი უახლოესი გარემოცვის წევრადაც იქცა.
სალიფოვის მკვლელობამდე ნახევარი საათით ადრე ხანმა გადაიღო ვიდეო თუ როგორ მიემართება იმ დარბაზისკენ, სადაც ნადირ სალიფოვი გარემოცვასთან ერთად ბანქოს თამაშით ერთობოდა.
ხანის შესვლისას სალიფოვი ზურგით იჯდა და მას როგორც ამბობენ ის არ დაუნახია, მისმა დაცვამ კი იცნო მათი შეფის უახლოესი გარემოცვის წევრი და რეაქცია არ მოუხდენია.
მაგიდასთან მიახლოებისთანავე ხანმა მაისურის ქვეშ დამალული პისტოლეტი ამოიღო და ოთხი ტყვია ესროლა ზურგიდან სალიფოვს, ოთხიდან ორი ტყვია კეფაში მოხვდა, ერთი თავში და ერთიც მხარში. დაბნეულმა მცველებმა გვიან გახსნეს საპასუხო ცეცხლი, მაგრამ ქილერმა უკვე სამშვიდობოს მოასწრო გასვლა და ის მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.

0
1273
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1273