x
image
ელენე გუმა
Traveler GE-ს ხელმძღვანელი: გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც, ჩემს ადგილზე ყოფნას მათ ადგილზე ყოფნა ჯობია
image
ტურისტული სააგენტოს, Traveler GE-ს ხელმძღვანელი, შალვა ბოლოთაშვილი შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სიცოცხლე მისთვისაც დამთავრდა.


Traveler GE კომპანიაა, რომლის მიერ დაგეგმილი ტურით მზავრობისას მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა.


“გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც. გამანადგურა ამ ტრაგედიამ. ჩემს ადგილზე ყოფნას მათ ადგილზე ყოფნა ჯობია.



აღარ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი სერგო. ვეღარასოდეს ვნახავ ჩემს უსაყვარლეს ნუცის და ხატიას. 17 ადამიანის სიცოცხლე, რომელთაც ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც გაჰყვა.



ყველაფერი დამთავრდა, ასეთი ყოფილა ჩემი დასასრულიც”, - წერს შალვა ბოლოთაშვილი.



შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.


ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. სამივე მათგანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

0
176
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0