x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
"მამის ტირილი პირველად ვნახე და დავიშალე, როცა გარდაცვლილ შვილს დაეკონა და დაჰქვითინებდა...“ - მარი ჯაფარიძე ავარიაში გარდაცვლილ გოგონაზე

image


ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში შატილში მომხდარ საშინელ ტრაგედიას ეხმაურება, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა. ჟურნალისტის თქმით, მისი მეზობლები მედეა და ხატია დევსურაშვილებიც სწორედ იმ საბედისწერო მიკროავტობუსის მგზავრები იყვნენ, რომელიც შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, 25 წლის მედეა ადგილზე დაიღუპა, მისი უმცროსი და, 23 წლის ხატია კი კომაშია და სიკვდილს ებრძვის. მარი ჯაფარიძე საკუთარ ემოციურ პოსტში გოგონების დედის სახელით, ხატიას გადასარჩენად და ახლად შესვენებული მედეასთვის ყველას ლოცვისკენ მოუწოდებს: "საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში... გუშინ, შატლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულ 25 წლის მედეას დასტირის მთელი კორპუსი... მისი და, 23 წლის ხატია ერთ-ერთია გადარჩენილთაგან და კომაშია... მძიმედაა... ბავშვები ჩემ თვალწინ დაიბადნენ და გაიზარდნენ... მათი დედის თხოვნაა, ილოცოთ ხატიასთვის, რომ გადარჩეს... ილოცეთ, რადგან მედეა წაიყვანა უფალმა და ხატია მაინც დამიტოვოსო... რამხელა ტვირთი აქვს ამ ქალს... რა ცოდვის დღე ტრიალებს მათ ოჯახში მამის ტირილი პირველად ვნახე და დავიშალე, როცა გარდაცვლილ შვილს დაეკონა და დაჰქვითინებდა... თუ ვინმეს ძალგიძთ, ილოცეთ ხატიას გამოჯანმრთელებისთვის და ახლად შესვენებული მედეასთვის გული მაქვს გაგლეჯილი ღმერთო, შვილები ყველას კარგად უმყოფე... ყველას!" - დაწერა ჟურნალისტმა მარი ჯაფარიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ, შატილის გზაზე, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბოლო მონაცემებით, სულ 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 3 კი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.





0
373
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
373