x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რა ახდენს ნეგატიურ გავლენას ამერიკელ წყვილთა ქორწინებაზე
image
ადამიანები ქორწინდებიან თავიანთ რჩეულებზე, თუმცა ქორწინებათა ნახევარი განქორწინებით მთავრდება. მიუხედავათ იმისა, რომ ამერიკელთა უმრავლესობის თქმით ისინი მათი ქორწინებით “ძალიან ბედნიერები’’ არიან, აშშ-ში ბედნიერ ქორწინებათა რიცხვი ადრეული 70-იანი წლების შემდეგ 68 პროცენტიდან 60 პროცენტამდე შემცირდა. ბენ სტივერმენმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომლშიც ეს პრობლემაა განხილული.

რა ხდის ქორწინებას უსიამოვნოს ამერიკელი წყვილებისთვის? მერილენდის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი ფილიპ კოენი ბედნიერ ამირიკელ წყვილთა ანალიზის მეშვეობით ეძებდა ფაქტებს. მან ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა. კოენმა შეისწავლა ამერიკელთა ქცევები და შეხედულებები, რისთვისაც ძირითადად გამოიყენა პირისპირ ინტერვიუები.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ მამაკაცთა რიცხვი რომლებიც ამბობენ, რომ ბედნიერები არიან თავიანთი ქორწინებით აჭარბებს ქალთა რაოდენობას. ამ ფაქტს ამყარებს სხვა კვლევაც, რომლის მიხედვითაც ქორწინებისას კაცებს უფრო ხშირად სურთ განქორწინება ვიდრე ქალებს. გასაკვირი არაა, რომ რელიგიურობა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ოჯახსა და ერთგულებაზე, გარკვეულ როლს ასრულებს ოჯახურ ბედნიერებაში.

უფრო რთულია იმის დადგენა, თუ რატომ არიან ის ამერიკელები უფრო ბედნიერები, რომლებიც პოლიტიკაში ძლიერად არიან ჩართულები. კოენი ფიქრობს, რომ მათ უმეტესობას ყავთ მეუღლეები, რომელებიც იზიარებენ მათ შეხედულებებს.


კოჰენის მიერ გაანალიზებული ფაქტებიდან ერთ-ერთს ყველაზე დიდი ეფექტი აქვს ამერიკული ოჯახის ბედნიერებაზე. ეს არის ეკონომიკური სტატუსი. ზოგადი სოციალური კვლევის მონაწილეებს ეკითხებიან, თუ რომელი კლასის ნაწილად თვლიან თავს: მაღალი, საშუალო, მუშათა თუ დაბალი. გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე, რომელმაც გაანადგურა მილიონობით საშუალო კლასის სამსახური და ტრილიონობით ოჯახის ქონება, ადამიანთა რიცხვი, რომლებიც თავს თვლიან მუშათა და დაბალი კლასის წევრებად საგრძნობლად გაიზარდა. როგორც ჩანს, ძალიან დიდი სხვაობაა დაბალი და მაღალი კლასის ოჯახურ ბედნიერებებს შორის.

კოჰენის თქმით, არსებობს დადებითი მიზეზები თუ რატომ არიან მდიდარი ადამიანები უფრო ბედნიერები თავიანთი ქორწინებით. ძირითად შემთხვევებში ისინი უფრო ნაკლებად განიცდიან სტრესს და აქვთ საშუალება, რომ თავიანთი მეწყვილეები გაანებივრონ მოგზაურობებითა და საჩუქრებით. მაგრამ სამწუხაროა, რომ დაბალი და მუშათა კლასის წარმომადგენლები უფრო ნაკლებად არიან ბედნიერები. სხვა კვლევა ასევე გვიჩვენებს, რომ ღარიბ ამერიკელებს უფრო უჭირთ დაქორწინება და ოჯახის შენარჩუნება. “ American Enterprise Institute’’ - მა გამოაქვეყნა მოხსენება, რომლშიც აღნიშნულია, რომ ასეთი განსხვავება ქორწინებებში გამოწვეულია შემოსავლებით. გაჭირვებულ პირთა დაახლოებით მეოთხედი ( 18-დან 55 წლამდე ) არის დაქორწინებული, მაშიც როცა მუშათა კლასის 39% და საშუალო კლასის 56% არის დაქორწინებული.

ამერიკელთა ეკონომიკური პრობლემები შესაძლოა ოჯახზე უარყოფითად აისახოს. ვირჯინიის უნივერსიტეტის სოციოლოგის ალისონ ფიუს კვლევის მიხედვით არასტაბილური სამსახურის მქონე ხალხი ხშირად ამბობს, რომ ძალიან უსიამოვნოდ გრძნობს თავს არსებული მდგომარეობის გამო, სტაბილური შემოსავლის მქონე ხალხი კი განსხვავებულად აფასებს საკუთარ ცხოვრებისეულ მდგომარეობას. მაგალითისთვის, მათ აქვთ უფრო დიდი მოლოდინი პარტნიორების მიმართ.

ფიუს თქმით, არასტაბილური სამსახურის დაკარგვის შეგრძნება წყვილებს ურთულებს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც მათ არ აქვთ გარკვეული რაოდენობის ფინანსური დანაზოგი. დაბალი ეკონომიკური შემოსავლების მქონე ხალხისთვის ქორწინება დიდი ტვირთი ხდება.


ელენე ნამორაძე

0
50
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე ნამორაძე
ელენე ნამორაძე
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0