x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
კატასტროფის მოლოდინში: იტალია მიწისძვრის საზღვარზე?
image




2016 წლის 24 აგვისტოს ღამით, დამანგრეველი მიწისძვრა დაატყდა ცენტრალურ იტალიას.




დედამიწა ოთხი კილომეტრის სიღრმეზე ბობოქრობდა. მიწისძვრა საშინელი იყო. ბიძგები თითქმის ორი ათასს ითვლიდა. მიწისქვეშა ბიძგები გაგრძელდა ორი დღის განმავლობაში, ხან 10 კილომეტრით დაბლა ეშვებოდა და ხან ისევ მაღლა ამოდიოდა. რამდენიმე ქალაქში და სოფელში ელექტროენერგია მაშინვე შეწყდა, დაიკარგა სატელეფონო კომუნიკაციები. დახმარება გვიანდებოდა, ხალხი ნანგრევების ქვეშ იხრჩობოდა. დაშავდა დაახლოებით 5 ათასი ადამიანი. ნანგრევებიდან ამოიყვანეს 299 ადამიანი.




image






ეს იყო ბოლო 45 წლის განმავლობაში მეექვსე 6 ბალამდე მიწისძვრა. ვლადიმერ კოსობოკოვი, მიწისძვრის პროგნოზის თეორიისა და მათემატიკური გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი, ამბობს:




"იტალია ევრაზიის და აფრიკის ლითოსფერული ფირფიტების შეჯახების ზონაშია. იტალიაში მიწისძვრები არც ისე ხშირად ხდება, როგორც კალიფორნიაში, არც ისეთი ძლიერია ხოლმე, როგორც იაპონიაში. იტალიელებს არასოდეს უგრძვნიათ საფრთხე ისეთივე ზომით, როგორც იაპონელებს აქვთ. შენობა-ნაგებობები სულ სხვაა სტრუქტურითაა აშენებული. იტალიაში ბევრი ძველი ისტორიული ნაგებობაა, რომელშიც ხალხი ცხოვრობს და სეისმური რყევები ძალიან საშიშია. "




image




იტალიაში ბოლო მიწისძვრები მოხდა ყოველ 3-4 წელიწადის გამოშვებით: 2009, 2012 და 2016 წლებში. არავინ იცის მოხდება თუ არა ახალი მიწისძვრა 2020 წელს.
მიწისძვრის სიხშირეების გამოთვლა შეუძლებელია. ეს გაკეთდა რამდენჯერმე, მაგრამ წარუმატებლად . ვლადიმერ კოსობოკოვის თქმით, კალიფორნიის პარკფილდში არის სეისმოლოგიური პოლიგონი. 1980-იანი წლების ბოლოს იქ კიდევ ერთი მიწისძვრა იყო მოსალოდნელი, რაც ხდებოდა 11 წელიწადში ერთხელ. ეს მართლაც მოხდა, მაგრამ მოსალოდნელი ადგილიდან ასობით კილომეტრის მოშორებით და არა 80-იან წლებში, არამედ, 90-იანი წლების ბოლოს.
ვერავინ შეძლებს გარანტიას ამ „პერიოდული“ მიწისძვრების ვადის სიზუსტის დადგენას. მაგრამ აუცილებელია დედამიწის სიღმიდან გაფრთხილებების გათვალისწინება. ვლადიმერ კოსობოკოვმა გაიხსენა კიდევ ერთი იტალიური ტრაგედია - 2009 წლის 6 აპრილის აკვილეს მიწისძვრა. ამ მხარეში მიწისძვრის ბიძგები ხდებოდა წინა წლის ნოემბრიდან. ისინი გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, ძლიერდებოდა. აპრილისთვის, ერთ-ერთმა მეცნიერმა განგაში ატეხაა, მაგრამ მას პანიკიორი უწოდეს. ქალაქში ჩამოვიდა კომისია, გამოკვლევების შემდეგ, ერთ-ერთმა წევრმა ტელევიზიით განაცხადა, რომ მოსახლეობას არაფერი ემუქრება და დარჩით სახლშიო. მოგვიანებით ეს ადამიანი გაასამართლეს ამის გამო, რადგან რამდენიმე დღის შემდეგ კატასტროფამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
0
604
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
604
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0