x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
წიგნი, რომლის ყველა ყდა გასნხვავებულია - გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად
image


გამომცემლობა "პალიტრა L" მკითხველს მორიგ ორიგინალურ სიახლეს სთავაზობს. გამომცემლობამ გადაწყვიტა, ელიზაბეტ ჯილბერტის "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" ინდივიდუალური და უნიკარული ყდით გამოეცა ანუ წიგნის ტირაჟის თითოეული გარეკანი ერთმანეთისგან განსხვავებული დიზაინით დაიბეჭდა.


ალბათ, თქვენც ხშირად ყოფილხართ დილემის წინაშე, როდესაც თქვენი საყვარელი წიგნი მეგობრისთვის ან ნათესავისთვის დროებით გადაგიციათ, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ წიგნი უკან ვერ მიგიღიათ, ან შესაძლოა, აქტიური ცხოვრების რიტმის გამო ვერც კი გაგიხსენებიათ, თქვენი საყვარელი წიგნი რომელ მეგობარს ათხოვეთ და სხვის ბიბლიოთეკაში ძიება დაგიწყიათ. ეს მარკეტინგული აქცია ამ საფრთხეებისგან სრულად დაგიცავთ. თქვენი წიგნის ანალოგი საქართველოში, უბრალოდ, არ იარსებებს, შესაბამისად, მის გამორჩევას ასეულობით წიგნშიც კი მარტივად მოახერხებთ.


24 აგვისტოდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, მკითხველებს საშუალება აქვთ, წიგნის მათთვის სასურველი ყდა თავადვე შეარჩიონ. მსგავსი ყდის წიგნი კი საქართველოში მხოლოდ მათ საკუთრებაში იქნება.



მისი სპეციალური ფასი 8.50 ლარია, გაზეთთან ერთად - 10, 00 ლარი.


რაც შეეხება თვითონ წიგნს, "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" ელიზაბეტ ჯილბერტის ავტობიოგრაფიული რომანია. დღეს უკვე საყოველთაოდ აღიარებული ბესტსელერი სულიერ ძიებებზე, სიყვარულსა და მეგობრობაზეა. ამ რომანის მოვლენებსა და ფილოსოფიურ იდეებს არაერთი სტატია თუ გადაცემა მიეძღვნა, მათ შორის ლეგენდარული ოპრა უინფრის შოუს ერთდროულად ორი გამოშვება. გადაიღეს ფილმიც, რომელშიც მთავარ გმირებს ჯულია რობერტსი და ხავიერ ბარდემი განასახიერებენ.

0
55
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0