x
image
alex999
Mediator image
დაუბანელი, მოუვლელი და კიდევ სხვა... - ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს თავის მოვლაზე!

პირადი ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის გარეგნობის და ჯანმრთელობისთვის. აქედან გამომდინარე, დღის განმავლობაში თავის მოვლის წესებს ვასრულებთ: ვიბანთ ხელებს, ვიღებთ შხაპს, ვიხეხავთ კბილებს და ა.შ... მაგრამ როგორც ჩანს არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს საერთოდ არ ასრულებენ. მოდით გავიცნოთ ისინი:


image







ქალი, რომელსაც 7 წლის განმავლობაში თმა არ დაუბანია - თმის დაბანა ადამიანთა უმეტესობის ცხოვრების ნორმალური კურსის აუცილებელი ნაწილია. ამასთან, ირანში მცხოვრები ამ ქალისთვის სიტუაცია საკმაოდ განსხვავებულია... იმიტომ, რომ ის 7 წელზე მეტია უკვე რაც თმას არ იბანს. როგორც ცნობილია, ამ ქალს წყალზე ალერგია აქვს და წყლის მარაგსაც სხვადასხვა სასმელებით იღებს. სამწუხაროდ ამ ალერგიამ მას გონებრივი წონასწორობა დააკარგინა, რის გამოც ის ქუჩის მკვიდრია.


image






შრიდჰარ ჩილალი - ინდოელი შრიდჰარ ჩილალი 2014 წელს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, ის 66 წლის განმავლობაში ფრჩხილებს არ იჭრიდა. როდესაც ის 83 წლის გახდა, გადაწყვიტა 910 სანტიმეტრიანი ფრჩხილების მოჭრა, რომელიც დ შესწირა ამერიკის მუზეუმს. ჩილალის გრძელი ფრჩხილი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფრჩხილების მქონე ადამიანის ტიტული აქვს, "თავი თითზე" ჰქონდა. როგორც ჩილალი ამბობს, ფრჩხილების მოვლის პროცესი ძალიან რთული იყო, ყურადღების მოდუნების შემთხვევაში შესაძლოა ფრჩხილი მოტეხოდა.

image






ჯეი - კბილების გახეხვა აუცილებელია პირადი ჰიგიენისთვის. სწორედ ამიტომ, მსოფლიოში მრავალი ადამიანი კბილებს ყოველდღე იხეხავს. თუმცა არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც 20 წლის განმავლობაში არასდროს არ გაუხეხია კბილები სტომატოლოგიური ფობიის გამო. ამერიკელ მამაკაცს არც კბილების მოსავლელი სხვა საშუალებები გამოუყენებია, აქედან გამომდინარე მას ყველაზე საშინელი კბილების აღნაგობა აქვს მთელ მსოფლიოში, თუმცა ამ სიტუაციას შეგუებული მშვიდად ცხოვრებას განაგრძობს.


image







ტრან ვან ჰეი - გაიცანით ვიეტნამელი ტრან ვან ჰეი, რომელსაც 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თმა არ აქვს შეჭრილი, ასევე 14 წლის განმავლობაში არასდროს დაუბანია. მისი თმა 680 სანტიმეტრი სიგრძისაა და იწონის 10 კილოგრამსა და 800 გრამს. ბოლო 7 წელიწადში 120 სანტიმეტრით გაეზარდა. როგორც ცნობილია, 25 წლის ასაკში, როდესაც ვან ჰეიმ თმები შეიჭრა იშვიათი დაავადებით დაავადა. მას შემდეგ შეშინებულმა მამაკაცმა გადაწყვიტა, რომ თმებს არასოდეს შეიჭრიდა. თმების მოვლაში მას მეუღლე ეხმარება, თუმცა თავად აღნიშნავს, რომ გადაადგილება ძალიან უჭირს ამ სიმძიმის თმებით, მითუმეტეს ამ ასაკში.



image






ამოო ჰაჯი - გასაოცარი რეკორდული ჩანაწერი აქვს 80 წლის ამოო ჰაჯს, რომელიც ირანის ფარაშბანდის რაიონის სოფელში ცხოვრობს. ის არის მსოფლიოში ყველაზე არაჰიგიენური ადამიანი, რომელსაც 60 წელზე მეტია არ დუაბანია. ის ცხოვრობს ნაგავსაყრელთან და არასოდეს ჰქონია თანამედროვე ცხოვრებაში დაბრუნების სურვილი.


image






მაჰანტ ამარ ბჰარტი - ნამდვილად უცნაური კაცია! მოხუცი, რომელმაც მარჯვენა მკლავი ჰაერში ასწია 1973 წელს, ამ დროისთვისაც კი ხელი ერთხელაც არ ჩამოუწევია. მიზეზი?... - როდესაც მას 3 შვილი ეყოლა, მას შემდეგ მარჯვენა მკლავი ჰაერში ასწია ღმერთი შივას საპატივსაცემოდ და როგორც თავად ამტკიცებს არასოდეს ჩამოუწევია. რამდენად რეალურია ეს არავინ იცის, თუმცა დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მას ხელი გაშეშებული აქვს ჰაერში და საერთოდ ვერაფერს გრძნობს ამჟამად.


image






ლუის პადრონი - ამ ამერიკელ მამაკაცმა 30 000 დოლარი დახარჯა, რათა "ბეჭდების მბრძანებელის" ელფებს დამსგავსოდა. მან 5-ზე მეტი ოპერაცია ჩაიტარა და როგორც თავად ამბობს, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია და ნამდვილი ელფობისკენ მიმავალ გზამდე 10 ოპერაცია კიდევ ელოდება. ვნახოთ რამდენად წარმატებული იქნება ჩვენი გმირი თავის მოწადინებაში.


image



























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



7 ყველაზე ძვირადღირებული შეცდომა ისტორიაში!

image





7 უცნაური ხე, რომელიც გამოირჩევა უნიკალური მახასიათებლებით

image





7 ცნობილი ფოტოს ისტორია, რომელიც წარსულში ღრმად მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ!

image





ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ დიდი ისტორიის მქონდე 16 ემოციური ფოტო

image





3 ყველაზე უცნაური ოჯახი მთელ მსოფლიოში

image




0
6265
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
6265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0