x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო:ლოტუ გულის მკვლელმა მსხვერპლი სიკვდილის წინ ვიდეოზე გადაიღო

image



აზერბაიჯანელი მთავარი "კანონიერი ქურდის" სავარაუდო მკვლელმა ყოფილ სსრკ-ს ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი, ლოტუ გული (ნადირ სალიფოვი) სიკვდილის წინ ვიდეოზე გადაიღო.





5-tv.ru აქვეყნებს კადრებს, რომლებში სავარაუდო დამნაშავე, კრიმინალის კოლეგა, ხან ახმედლინსკი, თურქეთში, ანტალიაში, სასტუმროს დერეფანში ვიდეოს გადაღებისას გარკვეულ მომენტში ტელეფონის კამერას აბრუნებს თავისკენ და განზრახ აჩვენებს საკუთარ სახეს. ზოგიერთი ცნობით, ეჭვმიტანილი, რომელიც ლოტუ გულის ახლო გარემოცვიდან იყო, შემკვეთს დავალების შესრულების შესახებ ასე აცნობებს.





დაუდასტურებელი ცნობების თანახმად, რამდენიმე წლის წინ მკვლელი ქილერი შეყვანილ იქნა როვშან რაფიკ ოღლი ჯანიევის მკვლელობის შურისმაძიებელთა ჯგუფში. როგორც ჩანს, ლოტუ გული გახდა სამაგალითო ვენდეტის მორიგი მსხვერპლი. პირველი მოკლეს სტამბოლის ერთერთ უბანში 2016 წლის 18 აგვისტოს.






გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ხან ახმედლინსკი ლოტუ გულის ოთახში შევიდა და მასზე ოთხი გასროლა განახორციელა. კანონიერი ქურდის მცველმა საპასუხო სროლის შედეგად დაჭრა მსროლელი, რომელმაც გაქცევა მოახერხა. მალე, სამართალდამცავებმა თავდამსხმელი დენიზლის მიმართულებით გზატკეცილზე დააკავეს.




გარდაცვლილი 48 წლის ნადირ სალიფოვი 2000 წელს აკურთხეს კანონიერ ქურდად. 1996 წელს გაასამართლეს აზერბაიჯანში, ორი მეტოქე ბანდის წევრების მკვლელობის გამო. დაკავების დროს მას აღმოუჩინეს სტეჩკინის იარაღი. ავტორიტეტს მიესაჯა სიკვდილით დასჯა. ამის მიუხედავად, მოსამართლემ სასჯელი 15 წლით თავისუფლების აღკვეთით შეცვალა.




2005 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, ლოტუ გული სასჯელს იხდიდა აზერბაიჯანში. შემდეგ მოულოდნელად გირაოთი გაათავისუფლეს, ის საცხოვრებლად თურქეთში გადავიდა. კანონიერი ქურდი დააკავა ადგილობრივმა პოლიციამ და განდევნეს 2018 წელს ქვეყნიდან. ის შემდგომში უკანონოდ დაბრუნდა ქვეყანაში.




მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ნადირ სალიფოვმა სტამბოლში კრიმინალური ავტორიტეტების ყველაზე დიდი შეკრება გააკეთა შუა აზიასა და კავკასიაში. აღინიშნა, რომ ლოტუ გული მართავს მაფიას, რომელიც აკონტროლებს დსთ-ს და რუსეთის ხილისა და ბოსტნეულის ბაზარს. მისი ჯგუფი მონაწილეობდა მკვლელობებში, გამოძალვასა და მუქარებში.




0
615
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
615
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0