x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
დრუიდთა ჰოროსკოპი. გაიგეთ რომელია თქვენი ხე და როგორი ხართ თქვენ! (1 ნაწილი)

ვაშლის ხე: 22 დეკემბერი-1 იანვარი, 25 ივნისი-4 ივლისი.

ვაშლის ხე-ძალზედ სენტიმენტალური და მგრძნობიარეა. სიყვარულით დაინტერესებულია როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულადაც. უანგარო და ანგარიშმიუცემელი, ადვილად ტყუვდება. საკუთარ პერანგს გაიხდის, უკანასკნელ ლუკმასაც არ დაიშურებს. ამასთან, ვაშლის ხე სრულებითაც არარის მიამიტი. იგი დღევანდელი დღით ცხოვრობს და არ ფიქრობს ხვალინდელზე. იგი ფანტაზიით სავსე ფილოსოფოსია, უყვარს სიცოცხლით ტკბობა და არა აქვს სურვილი ვინმეს დარწმუნებისა თუ გაკვირვების.
მაგრამ ნუ გესახებათ იგი ქარაფშუტა არსებად, რადგან ინტელიგენტური, დაკვირვებული და ლოგიკურია. ვაშლის ხეს ლტოლვა აქვს მეცნიერებისკენ. კითხულობს ყველაფერს, რაც მისთვის საინტერესო სფეროს განეკუთვნება.
უყვარს ნაირფერობა ემოციურ სფეროში. მონოტონური, უზადო ბედნიერება მოწყენილობას ჰგვრის.
ვაშლის ხის ნიშნით დაბადებულთა თვისებებია: გულისხმიერება, ინტელექტუალურობა, დაფიქრებულობა, ლოგიკა,
ამალიტიკური ჭკუა.
ვაშლის ხის ნიშნით არიან დაბადებულები: რუბენსი, ჰენრი VIII, რუსო, ჟორჟ სანდი, მ. ნექსე.

სოჭი: 2 იანვარი-11 იანვარი, 5 ივლისი-14 ივლისი.

იგი ლამაზია, უფრო ცივი, მკაცრი სილამაზისა, უყვარს ძველებური სამკაულები და ნივთები, სუნამო და მთელი სიდიადით წარმოჩენილი დღესასწაულები. ჭირვეულია და ამიტომ ხანდახან ჭირს მასთან ურთიერთობა და თანაცხოვრება. ძნელად ექცევა გავლენის ქვეშ, თუმცა იშვიათად გამოთქვამს თავის აზრს. ძალიან ამაყია და დაჟინებით მიიღწევს მიზნის მისაღწევად.
სიყვარული იშვიათად აკმაყოფილებს. მომთხოვნია და არ არის დამყოლი.მას სურს რაც შეიძლება ბევრი გამოსძალოს ცხოვრებას, რადგან კარგად იცის საკუთარი ღირსებები და ჩვეულებრივ, ამას აღწევს კიდეც.
გამორჩეულად გონიერია. იგი ანალიტიკური ჭკუით არის დაჯილდოებული, მეცნიერებისადმი მიდრეკილება აქვს. თუმცა ყოველთვის ვერ აღწევს წარმატებას.
სოჭის ნიშნით დაბადებულებს ახასიათებთ ინტელექტუალური ჭკუა, ანალიზისადმი სწრაფვა, ლოგიკა და ასკეტიზმი.
სოჭის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულები: ჟანა დარკი, ა. ტოლსტოი, ჯ. გოლზუორთი, ნაპოლეონ ბონაპარტი.

თელა: 12 იანვარი-24 იანვარი, 15 ივლისი-25 ივლისი.

დიდი, ტანადი, ლამაზი. ძალზე მიმზიდველია, თუმცა სხვაგვარი შემკავებლობა დაჰყვება. მაინცდამაინც როდი აქცევს თავსს ყურადღებას, იცვამს თავისებური სისადავით, ხშირად ვერც კი თმობს საყვარელ ძველ სვიტერს.
თელა არ არის მომთხოვნი და არ უყვარს ცხოვრების გართულება.მისთვის დამახასიათებელია სიმშვიდე და გაწონასწორებულობა. ყველაზე თვალსაცემი ნაკლია-ზოზინი.ჭკუის დამრიგებლობისკენ მიდრეკილება მისი ყველაზე აუტანელი თვისებაა. იგი პირდაპირი და გულღიაა, სჯერა ადამიანური სიკეთისა.განვითარებული აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა. დიდი ერთგულება შეუძლია. დაჯილდოებულია იუმორის ნიჭით.
თელას ნიშნით დაბადებულნი გამოირჩევიან დაკვირვებულობიით, ორგანიზატორული ნიჭით, რეალიზმით.
თელას ნიშნით არიან დაბადებულები: მოლიერი, ედგარ ქო, ალბერტ შვეიცერი, სტენდალი.

კვიპაროსი: 25 იანვარი-3 თებერვალი, 28 ივლისი-4 აგვისტო.

ტანადი, მკვრივი, გამოკვეთილი ძლიერი სილუეტითა და უბრალო სწორი ნაკვთებით. არ აკლია დახვეწილობა. იგი კმაყოფილდება მცირედით და ეგუება სიტუაციებს. შეუძლია იცხოვროს ნებისმიერ პირობებში და იყოს ბედნიერი. არ იღწვის დიდებისთვის, არ ისწრაფვის ფულსკენ. ერთადერთი რისი სურვილიც აქვს-ბედნიერებაა. უყვარს საზაფხულო სეირნობები, ცხოველები და ნადირობა.ცოტა არ იყოს უხეშია, მაგრამ არ აკლია ადამიანური, სულიერი სითბო. კვიპაროსს უყვარს ოცნება, ადვილად მიჰყვება ცხოვრების დინებას. იგი ერთგულია სიყვარულში, მეგობრობაში.. საყვარელი საქმიანობაა-მსჯელობა ნებისმიერ თემაზე.
კვიპაროსის ნიშნით დაიბადებულთ ახასიათებთ: გრძნობათა სიმტკიცე, ლოიალობა, რეფლექსურობა, ინტელიგენტობა, ანალიტიკური ჭკუა, ლოგიკა.
კვიპაროსის ნიშნით დაიბადნენ: შუბერტი, მოცარტი, რომენ როლანი, რუზველტი, ლუის არმსტრონგი.

ალვა: 4 თებერვალი-8 თებერვალი, 5 აგვისტო-13 აგვისტო.

დეკორატიულობა, ტანადობა და სილამაზე სიყრმიდანვე დაჰყვება, მაგრამ ასაკთან ერთად თავად ქმნის პრობლემებს. ადრეულად ეპარება სიბერის შიში, რის გამოც უფრო მეტად ბერდება. ალვა ცუდად გრძნობს თავს სივიწროვეში, მაგრამ მაინცს უყვარს განცალკევებული ცხოვრება. პაწაწინა წვრილმანსაც კი გამოჰყავს წონასწორობიდან. სიმამაცე და სიამაყე ეხმარება გადალახოს ყველაზე რთული ამოცანები, ამიტომ მის სახეზე იშვიათად თუ შენიშნავთ შეშფოთებას. აქვს მახვილი თანდაყოლილი გონიერება, რომელიც არასოდეს უბერდება.
ალვის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა მოთხოვნილებაა დამოუკიდებლობა. მიდრეკილება უჩნდებათ ნევრასტენიის, მეოცნებეობისა და სინთეზისადმი, ინტუიციისა და ფანტაზიისადმი.
ალვის ნიშნით დაიბადნენ: მენდელევი, ჟიულ ვერნი, ა.ხიჩკოკი, სალვადორ დალი.image
დანარჩენ ხეებს შემდეგ ნაწილში შემოგთავაზებთ.

4
1159
1-ს მოსწონს
ავტორი:ნენე_111
ნენე_111
1159
  
2013, 28 თებერვალი, 14:12
ვაი მწერალს.....
2012, 23 სექტემბერი, 3:27
კიმაგრამ აგვისტო 13 რიცხვსი მტავრდება? დაცერე ყველა საინტერესოა
2012, 18 აგვისტო, 16:13
მეზარება 1 საათია ამას ვწერ :D
2012, 18 აგვისტო, 16:12
დაწერე რა სხვა ნაწილებიც :D
0 1 4