x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ყველაზე უცნაური და კომპლექსური საერთაშორისო საზღვრები მსოფლიოში (ნაწილი 1)
როგორც ვიცით, სახელმწიფო საზღვარი არის ხაზი ან ამ ხაზზე გამავალი ზედაპირი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ტერიტორიას, თუმცა ის არ არის ყოველთვის ისეთი მარტივი, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ამ სტატიაში გთავაზობთ ყველაზე უცნაური და საინტერესო სახელმწიფო საზღვრების ნუსხას, რომლებიც ნამდვილად გააგაოცებთ.


სანამ უშუალოდ ჩამონათვალზე დაგავალთ, უნდა განვმარტოთ ტერმინები: ანკლვი და ექსკლავი.

ანკლავი არის ერთი სახელმწიფოს ტერიტორია ან ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ყველა მხრიდან გარშემორტყმულია სხვა სახელმწიფოთი, ექსკლავი კი არის სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც არ გააჩნია საზღვარი სახელმწიფოს ძირითად ტერიტორიასთან.


დავიწყოთ ანკლავებით. მსოფლიოში სულ რაღაც სამი ანკლავი არსებობს, ესენია: ლესოთო, სან მარინო და ვატიკანი.


ლესოთო აფრიკის ჯუჯა ქვეყანაა სულ რაღაც ორი მილიონი მოსახლით. ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.


image

ვატიკანი და სან მარინო კი, აგრეთვე ჯუჯა ქვეყნები, იტალიის ტერიტორიაზეა წარმოდგენილი.

image



ახლა კი განვიხილოთ ანკლავები ანკლავში, ანუ კონტრანკლავები, ესაა მდგომარეობა, როდესაც ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს სხვა ქვეყნის ტერიტორია და ამ უკანასკნელის შიგნით ისევ იმ ქვეყნის ტერიტორიაა მოქცეული.

მაგალითისათვის შეგვიძლია განვიხილოთ არაბთა გაერთიანებული ემირატებისა და ომანის მაგალითი. არაბთა ემირატების საზღვრებში მდებარეობს ომანის ტერიტორია, რომლის შიგნითაც, თავის მხრივ, არაბთა ემირატების ტერიტორიაა მოქცეული. თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ორივე ქვეყნის ეს ნაწილები ერთდროულად ანკლავებიცაა და ექსკლავებიც. რადგანაც ომანი გარშემორტყმულია არაბთა ემირატებით, ის ანკლავის სტატუსს იმსახურებს, ფაქტი კი, რომ ის სახელმწიფოს ძირითად ტქრიტორიისაგან გამოყოფილია, მას ექსკლავის სტატუსსაც ანიჭებს. ზუსტად იგივე ითქმის არაბთა ემირტების ტერიტორიაზეც, ის ერთდროულად ანკლავიცაა და ექსკლავიც.

image

უფრო ჩახლართული და, შიძლება ითქვას, სასაცილო საზღვარი აქვთ ბელგიასა და ნიდერლანდებს. ნიდერლანდების ტერიტორიაზე ბელგიის 22 ანკლავია, ბელგიის ტერიტორიაზე კი 9 დანიურ ანკლავს ვხვდებით.

image

გასაკვირი არც არის, რომ ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის საზღვარი თითქმის ყველაფერზე გადის, კაფეებითა და რესტორნებით დაწყებული, საცხოვრებელი სახლების ჩათვლით. აქ შესაძლოა საძინებელი ნიდერლანდებში გქონდეს, სამზარეულო კი ბელგიაში. თუმცა რამდენადაც ორივე ქვეყნა შენგენის ზონის წევრია, მათ შორის გადაადგილება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.


imageimage

თუ დავაკვირდებით ამ კარს, ვნახავთ, რომ მას ორი ზარი და ორი მისამართი გააჩნია, ერთი ბელგიური, მეორე კი დანიური.


კიდევ უფრო ჩახლართული ვითარებაა ინდოეთ-ბანგლადეშის საზღვარზე. ბანგლადეშის ტერიტორიაზე ინდოეთის 106 ანკლავი მდებარეობს, ინდოეთში კი ბანგლადეშის 92 ანკლავია.

image

მათგან 24 ანკლავია ანკლავში და აგრეთვე აქ ვხვდებით ერთადერთ სამმაგ ანკლავს მსოფლიოში- ინდოეთის ტერიტორია გარშემორტყმულია ბანგლადეშით, რომელიც აგრეთვე გარშემორტყმულია ინდოეთით და ეს უკანასკნელი ისევ ბანგლადეშითაა გარშემორტყმული. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი მიმოსვლა არ არის, ამიტომაც ანკლავებში მცხოვრები მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილებას ვერ ახერხებს.

image

კიდევ უფრო და საინტერესო საზღვრების ჩამონათვლით სულ მალე დაგიბრუნდებით!

0
287
2-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა ჩანგელია
გვანცა ჩანგელია
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0