x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ანტალიაში კრიმინალური ავტორიტეტი "ლოტუ გული" მოკლეს
image



კრიმინალური ავტორიტეტი ნადირ სალიფოვი, იგივე "ლოტუ გული, " იგივე, "გული ბაქინსკი", თურქეთში მოკლეს. "რია ნოვოსტის" ცნობით, საკუთარი წყაროდან გამომდინარე, ინციდენტი მოხდა ანტალიის ერთერთ რესტორანში. აღნიშნულია, კანონიერ ქურდს პისტოლეტიდან ესოლა მამაკაცმა, რომელიც მასთან სადილობდა.




”ლოტუ გული პისტოლეტით მოკლა კაცმა, რომელიც მასთან ერთად სადილზე იმყოფებოდა ანტალიის ერთ-ერთ რესტორანში. მას თავში ესროლეს. იგი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვაეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, .”- წერს სააგენტო.




წყარო ამბობს, რომ შეიარაღებული პირი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, თუმცა სამართალდამცველებმა დენიზლისკენ მიმავალ გზატკეცილზე მალევე დააკავეს. წინასწარი მონაცემებით, დაკავებული არის მოკლულის "კოლეგა" - ავტორიტეტი "ხან ახმედლინსკი". მას კარგად იცნობდა "ლოტუ გულის" გარემოცვა.





ნადირ სალიფოვი დაიბადა 1972 წელს საქართველოში. 2005 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში კანონიერი ქურდი სასჯელს იხდიდა აზერბაიჯანში, ხოლო, განთავისუფლების შემდეგ გაემგზავრა თურქეთში. 2018 წელს "ლოტუ გული" ქვეყნიდან განდევნეს. ამის მიუხედავად, იგი უკანონოდ დაბრუნდა თურქეთის სანაპიროზე.




ზოგიერთი ცნობის თანახმად, "ლოტუ გული" იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორიტეტი ყოფილ სსრკ-ში. ის არაერთხელ იყო "ქურდების ტახტის" მთავარი პრეტენდენტი "შაქრო მოლოდიოს" დაპატიმრების შემდეგ.



შეგახსენებთ, ჯერ კიდევ2019 წლის ოქტომბერში გავრცელდა, რომ კრიმინალების ბადრი კოღუაშვილისა (ბადრი ქუთისსკი) და ნადირ სალიფოვის (ლოტუ გული) დაპირისპირება ფინალურ ეტაპზე შევიდა და ეს დაპირისპირება ერთერთი კანონიერი ქურდის სიკვდილით დასრულდებოდა.




მაშინ სალიფოვი ამტკიცებდა, რომ კონფლიქტი მოგვარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც კოღუაშვილი და კანონიერი ქურდები ემზარ ჯაფარიძე (ქვატია) და გურამ ჩიხლაძე (კვეჟოევიჩი) პირადად მოინანიებენ საჯარო განცხადებას მასზე, რომ იგი არ არის ქურდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სიკვდილი ემუქრებათ.




ასევე ვრცელდებოდა, რომ კოღუაშვილმა მოლაპარაკებები დაიწყო რუსეთის კრიმინალურ სამყაროს სხვა წარმომადგენლებთან, რათა, ისინი გაეერთიანებინა გულის წინააღმდეგ ბრძოლაში. სექტემბრის შუა რფიცხვებში URA.RU- ს ინფორმაციით, ისინი ქურდულ შეკრებაზე აპირებდნენ სალიფოვისთვის ქურდის ტიტულის ჩამორთმევას.



1
245
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
245
  
2020, 23 აგვისტო, 13:09
ქვატია არა თამილა, ემზარ ჯაფარიძის "პოგონიალა" "კვატიაა".
0 1 1