x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
არც იზოლაცია,არც პირბადეები და არც ისტერია-გაამართლა თუ არა შვედურმა მოდელმა?

image

შვედეთში შესანიშნავი დილაა, პარკებში და კაფეებში ოჯახებით არიან გამოსულები და მზეს ეფიცხებიან.

მაღაზიებში ცოტა უფრო ხალვათობაა შარშანდელთან შედარებით; მაგრამ მაინც საკმარისად დაკავებულები არიან.

რესტორნებში სადილს ამზადებენ; განწყობა აშკარად ამაღლებულია, დაძაბულობა არ იგრძნობა და არავის, დიახ არავის არ უკეთია ბირბადე.



image

ჩვენ ვართ შვედეთში, ქვეყანაში, რომელმაც ერთადერთმა ევროპაში თქვა უარი თვითიზოლაციაზე.


image

თვეების განმავლობაში, კორონავირუსული პანდემიის დაწყების შემდეგ შვედეთი იყო დიდი გამონაკლისი, რომელიც გამოიწვია თანაბრად, საშინელი ინსპირირებაც და აღტაცებაც.

ზოგიერთ წყაროში ნათქვამი იყო, რომ შვედეთში ჩვეულებრივ ცხოვრება არ შეცვლილა. სხვები, განსაკუთრებით მემარცხენე წრეები, თავს დაესხნენ შვედეთს, როგორც დისტოპიური კატასტროფის ზონას, თითქოსდა ქუჩები სავსე იყო დაუმარხავი გვამებით .


კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ქვეყნის სტრატეგიის ავტორი, თვინიერი სახელმწიფო ეპიდემიოლოგი, სახელად ანდერს ტეგელი, გახდა ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ადამიანი ევროპაში.


თავიდანვე ის ამტკიცებდა, რომ იძულებითი იზოლაცია დროის დაკარგვაა. შვედეთს აქვს პანდემიის გადასაჭრელად დიდი ხნის წინ შემუშავებული გეგმა და აპირებს ახლა განახორციელოს.

image

ხალხი უნდა მოიქცეს გონივრულად, ხშირად დაიბანოს ხელები, თავიდან აიცილოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შეინარჩუნოს უსაფრთხო მანძილი, ხოლო მოხუცები მაქსიმალურად მოერიდონ უმიზეზოდ სახლიდან გამოსვლას. აი ეს იყო მთელი რეკომენდაცია.


შვედეთის მთავარი ეპიდომოლოგის მტკიცებით "უაზრო" იყო სკოლების დახურვა, "სასაცილო" საზღვრების დაკეტვა, ხოლო ზოგადად პირბადეების ტარება დროის უქმად კარგვა. მაღაზიები და რესტორნები ღია უნდა დარჩენილიყვნენ.


გაამართლა თუ არა შვედურმა მოდელმა?


პასუხი შეიძლება ცოტა უცნაური მოგეჩვენოთ, არც კი და არც არა.როდესაც იტალიაში და ესპანეთში იფეთქა კორონავირუსის პანდემიამ და ამ ქვეყნების შემხედვარე ევროპული ქვეყნები ზედიზედ აცხადებდნენ მკაცრ კარანტინს.შვედეთი ისევ ჯიუტად ძველ პოლიტიკას მიყვებოდა, არავითარი კარანტინი.


შვედეთში ნამდვილად აპოკალიფსი არ დამდგარა, თუმცა ისეთი კანონმორჩილი და დისციპლინირებული ხალხის ფონზე, როგორიც შვედებია, დღეს ამ ქვეყანას მილიონ კაცზე გარდაცვლილების რაოდენობოთ მსოფლიოში მე-8 ადგილი უკავია, (215 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან)ევროპული ქვეყნებიდან მას ზემოთ ნახსენები იტალია და ესპანეთი ასწრებს..და კიდევ ორი ევროპული ქვეყანა, რომლებმაც კარანტინი გამოაცხადეს-დიდი ბრიტანეთი და ბელგია, სამაგიეროდ საგრძნობლად ჩამორჩებიან მეზობელი ქვეყნები, რომლებმაც კარანტინი და თვითიზოლაცია დააწესეს, შედარებისთვის- შვედეთს 1 მლნ. მაცხოვრებელზე 575 გარდაცვლილი ჰყავს, როდესაც დანიას -107, ფინეთს -60, ხოლო ნორვეგიას-49 გარდაცვლილი 1 მლნ.კაცზე.



image



ვერც რაიმე განასაკუთრებული ეკონომიკური ხეირი ნახა ქვეყანამ, მიუხედავად იმისა, რომ შვედეთი "არ გაჩერდა", იგივე ეკონომიკური ზარალი ნახა, რაც იმ ქვეყნებმა, რომლებმაც საყოველთაო ორთვიანი კარანტინი და თვითიზოლაცია სავალდებულო გახადეს.მაგალითად, შვედეთმა იგივე 6%-იანი ეკონომიკური ზარალი ნახა, როგორც გერმანიამ, აშშ-მ და რუსეთმა.



image


ამასობაში შვედეთში საზაფხულო ცხოვრება ნორმალურად გრძელდება, შესაძლოა, ადამიანი უცხოებისგან ცოტა მეტ მანძილზე იჭერს დისტანციას, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება - მაგრამ იმდენად გონივრულად, ისე ფრთხილად, რომ შესაძლოა ვერც შეამჩნიოთ.


image

დღეის მონაცემებით შვედეთში მთლიანად კორონავირუსით დაინფიცრებულია 80 068 ადამიანი, აქედან გარდაიცვალა 5810.


0
425
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
425
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0