x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ვერც კი წარმოიდგენდით: ნათესავები ვარსკვლავებს შორის

image


ის, რომ ზოგიერთ ცნობილ სელებრითს ერთმანეთთან ნათესაობა აკავშირებს, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. განსაკუთრებით კი, ამის უამრავი მაგალითი მსოფლიო შოუ - ბიზნესში გვხვდება. ზოგი ვარსკვლავური დინასტია რამდენიმე თაობისგანაც კი შედგება, თუმცა მსგავსი კავშირების შესახებ ცოტა ვინმემ თუ იცის. დღეს, გადავწყვიტე სწორედ იმ სელებრითების ნათესაური კავშირების შესახებ მოგიყვეთ, რომელთა შესახებ აქამდე არაფერი იცოდით.





მადონა და გვენ სტეფანი


image


ჟურნალისტები და თაყვანისმცემლები ჰოლივუდის ამ ორ დივას ერთმანეთს სისტემტურად ადარებენ. როგორც აღმოჩნდა, შემთხვევით არა. "ჩვენ ნამდვილად ნათესავები ვართ: ბებიაჩემის დის დედამთილი - დეტროიტელი ჩიკონეა", - განაცხადა ერთ - ერთ ინტერვიუში გვენმა.





ნიკოლას ქეიჯი და სოფია კოპოლა


image


ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები ერთმანეთის ბიძაშვილები არიან, როდესაც ნიკოლასმა მსახიობობა გადაწყვიტა, პირველ რიგში, რაც გააკეთა იყო ის, რომ მან საკუთარი გვარი - კოპოლა, ქეიჯის ფსევდონიმით შეიცვალა, ვინაიდან არ სურდა, ის სახელგანთქმული ბიძის მხრიდან "ოჯახურ მფარველობაში" დაედანაშაულებინათ. (შეგახსენებთ, რომ ფილმ "ნათლიას" რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა ნიკოლას ქეიჯის ბიძაა) შესაბამისად, კოპოლას უფროსი ქალიშვილი - სოფია, რომელიც ასევე მამის კვალს გაჰყვა, ქეიჯის ბიძაშვილია.



ბრუკ შილდსი და მერილ სტრიპი


image


ერთი შეხედვით, ლეგენდარულ ოსკაროსან მსახიობს მერილ სტრიპსა და შავგრემან ლამაზმან ბრუკ შილდსს საერთო არც არაფერი უნდა ჰქონდეთ, თუმცა, მსახიობები ახლო ნათესავები არიან.





გვინეტ პელტროუ და სტივენ სპილბერგი


image


ბევრმა იცის, რომ სტივენ სპილბერგი მსახიობ დრუ ბერიმორის ნათლიაა, თუმცა, ცნობილი რეჟისორის "ქალიშვილებს" შორის კიდევ ერთი ქერა ლამაზმანი - გვინეტ პელტროუც "ირიცხება". სწორედ მას უნდა უმადლოდეს მსახიობი თავის წარმატებულ კარიერას - ლეგენდარული რეჟისორი პირველი იყო, ვინც გოგონაში სამსახიობო ნიჭი აღმოაჩინა და 1991 წელს ფილმში "კაპიტანი კრიუკი" ვენდის როლზე დაამტკიცა. "მამას" და "ქალიშვილს" დღემდე შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და დროდადრო ოჯახურ შვებულებებსაც ერთად ატარებენ.




ქეით მიდლტონი და გაი რიჩი


image


კემბრიჯის ჰერცოგინიას ქეით მიდლტონისა და მადონას ყოფილი ქმრის, ცნობილი ინგლისელი რეჟისორის გაი რიჩის წინაპრები - დევიდი და სარა ლუგა მე -18 საუკუნეში ცხოვრობდნენ და ცოლ - ქმარი იყვნენ. აღსანიშნავია, რომ მათ შორის შორეული ნათესაური კავშირის შესახებ ყველასთვის კარგად ცნობილია, შესაბამისად, გაი რიჩი 2011 წელს ქეითისა და პრინც უილიამის საქორწილო ცერემონიაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული შემთხვევით ნამდვილად არ ყოფილა.





ხოაკინ ფენიქსი და ბენ აფლეკი


image


ეს ორი კლანი არც ისე დიდი ხნის წინ დანათესავდა. ბენ აფლეკის უმცროსი ძმა - ქეისი, ხოაკინის დაზე - სამერ ფენიქსზეა დაქორწინებული.




ელიზაბეტ ჰარლი და დევიდ ბექჰემი


image


ბრიტანელი მსახიობის ელიზაბეტ ჰარლის ბექჰემების ოჯახთან მეგობრობა უკვე არაერთ წელს ითვლის, გასაკვირი არ არის, რომ წყვილმა - ბრუკლინისა და რომეოს დაბადებისთანავე ამ თვალისმომჭრელ ლამაზმანთან დანათესავება გადაწყვიტა და მსახიობს პატარა ბრუკლინის ნათლიობაც შესთვაზა.






ჯასტინ ბიბერი და რაიან გოსლინგი



image


ახალი ინგლისის ისტორიულ - გენეალოგიურმა საზოგადოებამ საინტერესო კვლევა ჩაატარა. მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ ჰოლივუდის ცნობილ ვარკვლავებს შორის რა ნათესაური კავშირები არსებობს. როგორც აღმოჩნდა, ჯასტინ ბიბერი სინამდვილეში კანადელი სუპერვარსკვლავების - რაიან გოსლინგის, ავრილ ლავინისა და სელინ დიონის შორეული ნათესავია. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თითქმის ყველა ცნობილ ადამიანს ფრანგი წინაპრები ჰყავს, რომლებიც კვებეკში, მე –17 საუკუნეში დასახლდნენ და იქვე დანათესავნენ. სხვათა შორის, ამავე საზოგადოებამ ელენ დეჯენერესისა და ჰოლი ბერის, ანჯელინა ჯოლისა და ჰილარი კლინტონის, ბრედ პიტისა და ბარაკ ობამას შორის არსებული ნათესაური კავშირებიც დაამტკიცა.




0
526
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
526