x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრაზილიის პრეზიდენტს დასცინეს,რადგან პატარა ბიჭუნას ნაცვლად ლილიპუტი აიყვანა ხელში(ვიდეო)

image

გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ საჯაროდ შერცხვენილი აღმოჩნდა. რამდენიმე დღის წინ ის სერჟიპის შტატში ელექტროსადგურის საზეიმოდ გახსნას დაესწრო. იქ პოლიტიკოსმა ისარგებლა შემთხვევით და პატარა შეხვედრაც გამართა საკუთარ მომხრეებთან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კოროვირუსით ინფიცირებულთა უზარმაზარი რაოდენობაა. წასვლის წინ პრეზიდენტმა გადაწყვიტა შეკრებილი ხალხიდან ხელში აეყვანა "პატარა ბიჭი" რომელიც მის გვერდით იდგა, თუმცა ხელში შერჩა ლილიპუტი.


"ბოლსონარუს ბავშვი ეგონა და ხელში აიყვანა ლილიპუტი"-დაცინვით წერს ვიდეოს ავტორი სოციალურ ქსელში.


ბავშვების ხელში აყვანა, რომელიც მშობლებს შეხვედრაზე მოჰყავთ, პოლიტიკოსების ერთ – ერთი ნაცადი ხერხია, რათა ამაღლდეს მის მიმართ ნდობა. მხოლოდ, პანდემიის დროს უმჯობესია უარი თქვან ასეთ იდეებზე. ბოლსარუმ გვერდით პატარა ბიჭი დაინახა და მაშინვე ხელში აიყვანა. თუმცა აღმოჩნდა, რომ "ბიჭის" ნაცვლად ზრდასრული მამაკაცის სახე შერჩა.



ბრაზილიის პრეზიდენტის გუნდმა სწრაფი რეაგირება მოახდინა, წერს LaPolitica Online. პრეზიდენტს უმალ უთხრეს, რომ ეს არ იყო ბავშვი, რის შემდეგაც მან დაუყოვნებლად დასვა ბავშვის "მინიატურული ასლი"სიტყვებით: "მართალია, მართალი".


შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის პრეზიდენტი კორონავირუსის პანდემიას თავიდან ძალზე არასერიოზულად უყურებდა, რასაც საბოლოოდ ის მოჰყვა, რომ ბრაზილია დღეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა 3, 5 მილიონი ინფიცირებულით, დაიღუპა 113 000 ათასი, რითაც როგორც გაირკვა, ქვეყანას ისტორიაში ასეთი მრავალრიცხოვანი მსხვერპლი არასდროს ჰქონია.

ივლისის პირველ ნახევარში კორონავირუსით დაინფიცირდა თავად ბრაზილიის პრეზიდენტი და მისი მეუღლე მიშელ ბოლსონარო, მაშინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჰიდროქსიქლოროქინის მიღება დაიწყო.

0
137
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0