x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სერიულ მანიაკს მეტსახელად "მკვლელი ოქროს შტატიდან" სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
image


აშშ-ის ქალაქ საკრამენტოს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 74 წლის ჯოზეფ დეანჯელოს, მეტსახელად "მკვლელი ოქროს შტატიდან", მან აღიარა 13 დანაშაული, რითაც აშშ-ს პროკურატურასთან გარიგების სანაცვლოდ სიკვდილით დასჯა აიცილა, იტყობინება BBC.


საოლქო პროკურორმა ანა მარია შუბერტმა დენჯელოს უწოდა "მოქმედი სოციოპატი"


განაჩენი იმ გამოძიების შედეგი იყო, რომელიც 1970-იანი წლებიდან დაიწყო და მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.



74 წლის დეანჯელო დააპატიმრეს მხოლოდ 2018 წელს მას შემდეგ, რაც მისი დნმ-ის ნიმუში შესაბამისობაშია მონაცემთა ბაზაში დანაშაულის ადგილზე აღებულ ნიმუშებს დაემთხვა.


ამა წლის ივნისში, ბრალდებულმა გარიგება მოახდინა პროკურორებთან და აღიარა 13 მკვლელობა, რითაც სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობად შეეცვალა.


მან ასევე აღიარა მრავალი გაუპატიურება, ყაჩაღობა და სხვა სახის დანაშაულები, რომლებიც ახხორციელდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.


საოლქო პროკურორმა ანა მარია შუბერტმა დენჯელოს უწოდა "მოქმედი სოციოპატი"


გა­მო­ძი­ე­ბა 40 წელ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და და გა­ირ­კვა, რომ ყვე­ლა და­ნა­შა­უ­ლი ყოფილმა პოლიციელმა ჯო­ზეფ დე­ან­ჯე­ლომ ჩა­ი­დი­ნა.

image

დეანჯელომ თავისი დანაშაულების ჩადენა 1975 წელს დაიწყო, როდესაც ის მსახურობდა ეგზეტერის პოლიციაში (ჩრდილოეთ კალიფორნია). თავიდან დაიწყო წვრილმანი ქურდობით, მაგრამ მალე სასტიკ გაუპატიურებაში და მკვლელობაში გადაიზარდა, რომელიც 12 წელიწადი გაგრძელდა.

სა­ერ­თო ჯამ­ში, ყო­ფილ პო­ლი­ცი­ელს 175 და­ნა­შა­უ­ლში იყო ეჭვმიტანილი, რო­მე­ლიც მან 1976 წლი­დან 1986 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში ჩა­ი­დი­ნა.


დანჯელო, რო­მე­ლიც სა­ხეს ნიღ­ბით იფა­რავ­და, ღა­მით შე­დი­ო­და სახ­ლებ­ში, სა­დაც მარ­ტო­ხე­ლა ქა­ლი, ან - ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და. ის აუპატიურებდა და კლავ­და მსხვერპლს, ხში­რად „სა­მახ­სოვ­რო სუ­ვე­ნი­რე­ბი მიჰ­ქონ­და“. მის მიერ მოკ­ლულ ადა­მი­ა­ნებს შო­რის 13 წლის მო­ზარ­დე­ბიც იყვნენ.

image

"ეს არის ადამიანი, რომელიც საერთოდ არ სცემს პატივს სხვა ადამიანის უფლებებს. არ სცემს პატივს კანონს. არა აქვს თანაგრძნობის და სინანულის უნარი. ეს არის ადამიანი, რომელსაც უბრალოდ არ აქვს შეგნება და სული.”-დასძინა ანა მარია შუბერტმა.



1
342
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
342
  
2020, 22 აგვისტო, 10:32
რა საშინელებაააააა . 175 სიცოცხლე გააქრო,...
0 1 1