x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დიასახლისმა, შეცდომით გადმორიცხული მრავალმილიონიანი თანხა, უკან დააბრუნა
image
ნიგერიის შტატის ენგუის პატიოსანმა დიასახლისმა ნებაყოფლობით დააბრუნა მრავალ მილიონიანი თანხა, რომელიც შემთხვევით გადაირიცხა მის საბანკო ანგარიშზე. ინფორმაციას ნიგერიული ვებგვერდი Legit ავრცელებს.



ჯოზეფინა ნჩეტაკა ჩუკუჯამა ეზე იმყოფებოდა სილამაზის სალონში, რა დროსაც ტელეფონზე მიუვიდა ზედიზედ რამდენიმე შეტყობინება, რომ მის ანგარიშზე მილიონი ნაირა დაირიცხა( დაახლოებით 100 000 ლარი), ჯოზეფინამ მესიჯი მოგვიანებით წაიკითხა.


ანერვიულებულმა ქალმა, მაშინვე გადაურეკა მეუღლეს და მოუყვა მომხდარის შესახებ. ერთიანი ძალისხმევით მათ შეძლეს და გაარკვიეს რომ ნიგერიულმა კომპანიამ, კერძოდ ქალაქ ლაგოსიდან, შეცდომით გადმორიცხეს თანხა ჯოზეფინას ანგარიშზე. ეზე დაუკავშირდა ბანკს და სთხოვა თანხა უკან დაებრუნებინათ კომპანიისთვის.



მეუღლის თქმით, ბანკის თანამშრომლები მადლიერებას გამოხატავდნენ მათ მიმართ, თუმცა ნაწყენი დარჩა ახლობლებზე, რომელნიც ცოლ-ქმარს ბრიყვებად და სულელებად თვლიდნენ და გმობდნენ მათ საქციელს.





მანამდე კანადაშიც მოხდა მსგავსი ფაქტი.ბრიტანეთის კოლუმბიის walmart-ის თანამშრომელმა, რომლიც COVID-19 პანდემიის გამო გაღატაკდა, იპოვნა რამდენიმე ათასი კანადური დოლარით სავსე ჩანთა და დაუბრუნა პატრონს. ქალმა მადლობა გადაუხადა პატიოსან მამაკაცს, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა არანაირად არ დააჯილდოვეს ის, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება ქსელის შიდა პოლიტიკას.


1
500
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
500
  
2020, 21 აგვისტო, 18:17
შენიშვნა: სტატიაში მილიონის ნაცვლად უნდა ეწეროს 14 მილიონი ნაირა
0 1 1