x
მეტი
  • 27.02.2021
  • სტატია:108700
  • ვიდეო:351129
  • სურათი:477052
24 აგვისტოდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად ელიზაბეტ ჯილბერტის "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" გამოვა

image


24 აგვისტოდან გაზეთ "კვირის პალიტრის" მკითხველი სპეციალურ ფასად ელიზაბეტ ჯილბერტის რომანს "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" მიიღებს.


შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-მა" გა­და­წყვი­ტა, ბოლო წლე­ბის ბესტსე­ლე­რე­ბი უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ე­ხა­და, რათა მეტ მკი­თხველს ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ეც­ნოს ამ პო­პუ­ლა­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რას.


ამის­თვის ტარ­დე­ბა გა­მო­კი­თხვა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც, მკი­თხვე­ლი თა­ვად ირ­ჩევს, თუ რო­მე­ლი წიგ­ნის შე­ძე­ნა სურს პრე­სას­თან ერ­თად, ფას­დაკ­ლე­ბით.


მკი­თხვე­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი რჩე­უ­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 8, 50 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად - 10, 00 ლარი.


ელიზაბეტ ჯილბერტს კარგად იცნობს თანამედროვე ლიტერატურის მკითხველი. მწერალი რამდენიმე წელს ჟურნალისტად მუშაობდა. ამ პერიოდში დაწერილი მისი სადებიუტო მოთხრობა „პილიგრიმები“ 1993 წელს „Esquire“- ში, ერთ-ერთ ავტორიტეტულ ჟურნალში დაიბეჭდა. ეს ახალგაზრდა ავტორის უდავო აღიარება იყო.


image


2000-იანი წლების შუახანებში მის პირად ცხოვრებაში კრიზისი დაიწყო, რასაც განქორწინება მოჰყვა და მწერალი ხანგრძლივ მოგზაურობაში წავიდა, რომლის შედეგია მისი ავტობიოგრაფიული რომანი „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ _ დღეს უკვე საყოველთაოდ აღიარებული ბესტსელერი სულიერ ძიებებზე, სიყვარულსა და მეგობრობაზე. ამ რომანის მოვლენებსა და ფილოსოფიურ იდეებს არაერთი სტატია თუ გადაცემა მიეძღვნა, მათ შორის ლეგენდარული ოპრა უინფრის შოუს ერთდროულად ორი გამოშვება. გადაიღეს ფილმიც, რომელშიც მთავარ გმირებს ჯულია რობერტსი და ხავიერ ბარდემი განასახიერებენ.


2001 წელს ელიზაბეტ ჯილბერტი ჩვენი დროების 100 ყველაზე გავლენიანი სულიერი ლიდერების რიცხვში შეიყვანეს.


სპეციალურად "კვირის პალიტრის" მკითხველისათვის "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" განახლებული ყდის დიზაინით გამოვა.


იკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.

0
13
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0