x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ სწრაფად და ეფექტურად გადალახოს კლიმაქსის პერიოდი - ექიმის რჩევები
image


კლიმაქსი რთული პერიოდია ყველა ქალისთვის, თუმცა -გარდაუვალი... მაგრამ თუ კარგად გავერკვევით და შევისწავლით მის უარყოფით მხარეებს, მისი დაძლევა არც ისეთი ძნელი იქნება.


ქალს ცხოვრებაში ბევრი რამის გადატანა უწევს. მათ შორის ყველაზე რთული კლიმაქსის პერიოდია, მაგრამ ამ დროსაც კი, ასაკის მიუხედავად, შეიძლება ვინმეს სიყვარულისა და აღმაფრენის მიზეზი იყოთ. არ უნდა დაივიწყოთ, რომ თქვენ კაცობრიობამ დიდი პასუხისმგებლობა დაგაკისრათ: იყოთ თავგანწირული დედა, საზოგადოებრივი ცხოვრების აქტიური მონაწილე, მოსიყვარულე ბებია, ოჯახსა და შთამომავლობაზე მზრუნველი, სწორედ ამიტომ უნდა შეინარჩუნოთ ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა.


რა ცვლილებები ხდება კლიმაქსის დროს ქალის ფსიქიკასა და ორგანიზმში? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ცინუკი ჯანელიძე გვიპასუხებს.



-კლიმაქსი ეს არის ფერტილობის ანუ შვილოსნობის შესაძლებლობის დაკარგვა. ასაკთან ერთად მცირდება ფოლიკულების რიცხვი და კვერცხუჯრედი აღარ არის ქმედითუნარიანი. ამ მოვლენას თან სდევს მენოპაუზა ანუ მენსტრუალური ციკლის დროებითი ან სრული შეწყვეტა.


- პიროვნების ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, კლიმაქსი როგორც ფიზიოლოგიურად, ასევე ფსიქოლოგიურად ქალებში სხვადასხვანაირად ვითარდება: ამ დროს შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის მატება. ვითარდება ასაკობრივი სიმსუქნე ან სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება და ა.შ. ყოველივე ამას შეიძლება დაერთოს ფსიქიკური მოვლენები: ზედმეტი ეჭვიანობა, საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილების შეგრძნება, სოციალურად ზედმეტობის განცდა და სხვა. თუ ყოველივე ამას დაემატება მატერიალური ხელმოკლეობა, თავს იჩენს დეპრესია.


მით უმეტეს, რომ ცნობილია, ქალი დეპრესიისადმი უფრო მიდრეკილია, ვიდრე მამაკაცი.


ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ დეპრესიისაგან თავის დასაცავად ქალმა ქვეცნობიერად მოიგონა ტანისამოსის გამრავალფეროვნება, ეგრეთ წოდებული, შოფინგთერაპია. ასევე ცნობილია, ქალების მიდრეკილება მოგზაურობებისადმი. ყოველივე ეს ქალს ანიჭებს მხედველობით სასიამოვნო შეგრძნებებს. ხოლო სიამოვნება, თუნდაც არასექსუალური გზით მიღწეული, ეფექტურად ებრძვის დეპრესიას.


-რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ სწრაფად და ეფექტურად გადალახოს კლიმაქსის პერიოდი?


image


პირველ რიგში, საჭიროა ენდოკრინოლოგთან, ფსიქოლოგთან, ფსიქიატრთან კონსულტაცია. ერთი სიტყვით, საჭიროა მუდმივი მკურნალობა.


თუ არ გაქვთ სამკურნალო ფული, ეცადეთ თავად შეიქმნათ სასიამოვნო გარემო და განწყობილება -მოყევით ანეკდოტები, მხიარული თავგადასავლები, ხშირად შეხვდით მეგობრებს. ეს აიძულებს თავის ტვინს გამოყოს ბედნიერების შემცველი ჰორმონები: სეროტონინი და ენდორფინი.


-ქალბატონო ცინუკი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ ქალი კლიმაქსის პერიოდში სექსუალურად აქტიური ხდება და გამართლებულია თუ არა ამ დროს ქალისთვის აქტიური სექსუალური ცხოვრება?


-თუ მას აწუხებს სექსუალური ვნებათაღელვა და მოძებნის პარტნიორს ამის დასაკმაყოფილებლად, არაფერი ამაში ცუდი არ იქნება. საზოგადოება უკვე საკმარისად განათლებული და მომწიფებულია იმისთვის, რომ ამისათვის ქალი საზოგადოებიდან არ გარიყოს.


- არის შემთხვევები, როდესაც ქალს ადრეულ ასაკში ემართება კლიმაქსი. რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს და როგორ ავიცილოთ თავიდან ნაადრევი კლიმაქსი


– ეს შეიძლება გამოიწვიოს გარემო ფაქტორებმა, გენეტიკური კოდის შეცვლამ, მემკვიდრულმა წინასწარგანწყობილებებმა, სხვადასხვა ქირურგიულმა ჩარევამ, ქიმიური ნაერთებისა და რადიაციული ფონის გაზრდამ, გარემო ფაქტორებმაც, მაგალითად... განაგრძეთ კითხვა <<<

0
134
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0