x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო: მაიას დამწერლობაში ნათქვამია, რომ მალე მეოთხე სამყარო მეხუთემ უნდა შეცვალოს
image


მაიას ცივილიზაციიდან არც თუ ისე ბევრი არტეფაქტი არსებობს. გადარჩენილი შენობების გარდა, შემორჩა დრეზდენის კოდექსი, რომელიც შორეული წარსულის მოვლენებს ასახავს.




მასში აღწერილია რომ ჩვენი ადამიანური რასა არის მეოთხე რასა, რომელებიც ჩვენს პლანეტაზე არიან დასახლებული. ასევე, ამ კოდექსში, ნათქვამია, რომ ჩვენ ახლა მეოთხე სამყაროში ვცხოვრობთ.ეს სამყარო ჩამოყალიბდა წყალდიდობისგან განადგურებული სამი სამყაროს შემდეგ.



პირველი შექმნილ სამყაროს მკვიდრთ ჯუჯები ერქვა. პირველ სამყაროში მათი განვითარების გზაში უცნაური ის იყო, რომ მათ ფიზიკური აქტივობა შეეძლოთ მხოლოდ ღამით, რადგან, დილის დაწყებისთანავე ისინი ქვებად გადაიქცეოდნენ, დაღამებისას კი სიცოცხლეს უბრუნდებოდნენ.





ეს აღწერილობა გავს შორეულ წარსულში არსებულ მონსტრებს, რომლებსაც შეეძლოთ ორ მდგომარეობაში ეცხოვრათ : გაქვავებულ და ცოცხალ მატერიალურ სტრუქტურაში.




მეორე სამყაროში ცხოვრობდნენ უცხოპლანეტიდან მოსულები. ისინი არ იყვნენ ჩვენი პლანეტის მკვიდრნი. ჩანაწერების თანახმად, ისინი ჩვენს პლანეტაზე მოვიდნენ შორეული კოსმოსიდან და მათ დაიწყეს ჩვენს პლანეტაზე ქალაქების აშენება. თუმცა, შემდგომში ყველაფერი წყალდიდობამ გაანადგურა.




მესამე სამყაროში მესამე რასა მაიას ცივილიზაცია იყო.მათი ცივილიზაციის ისტორია დრეზდენის კოდექსის მიხედვით, ასევე, წყალდიდობით დასრულდა.



ამრიგად, ჩვენ, პლანეტა დედამიწაზე მცხოვრები ხალხი, ვართ მეოთხე რასა მეოთხე სამყაროში.



ჩვენ ვიყენებთ მაიას მნიშვნელოვან მიღწევებს, რომლებმაც ჩვენს დრომდე მოაღწია.



კალენდარს, ასევე, რელიგიური დოგმებს, რომლებიც გახდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.



ასევე, დრეზდენის კოდექსის თანახმად, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც მეოთხე სამყარო მეხუთემ უნდა შეცვალოს, თუმცა, როგორ მოხდება ეს, ამაზე რთულია პასუხის გაცემა.







0
504
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
504
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0