x
image
არჩილ ვერულიძე
საინტერესო ფაქტები კოლიზეუმის შესახებ
image

მასიური სანახაობისთვის მოწყობილი უძველესი ნაგებობა - კოლიზეუმი, რომელიც მდებარეობს ქალაქის შვიდი ბორცვიდან ორზე - კაპიტოლინი და პალატინი. ითვლება ძველი რომის ერთ-ერთ სიმბოლოდ, ხოლო 1979 წლიდან იგი იუნესკოს მფარველობის ქვეშ იმყოფება.

ამ სტატიაში მოცემულია საინტერესო ფაქტები რომის იმპერიის კულტურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არქიტექტურული ძეგლის, კოლიზეუმის შესახებ.


შესაძლოა კოლიზეუმი არ აშენებულიყო, მაგრამ რომის იმპერატორმა ფლავიუს ტიტუს ვესპასიანემ (უფროსი) გადაწყვიტა კლაუდიუს ნერონის მმართველობის კვალი აღმოეფხვრა.



სტრუქტურის მშენებლობა დაიწყო ჩვ.წ. 70 წელს, გედების პატარა ტბის ადგილზე. კოლიზეუმი გაიხსნა 80 წელს, ტიტუსის (ვესპასიანეს შვილი) მმართველობის დროს, რომელიც ფლავიუსების (იმპერატორთა დინასტია) წარმომადგენელი იყო. ამიტომ კოლიზეუმს ხშირად მოიხსენიებდნენ, ისტორიულ დოკუმენტებში, როგორც "ფლავიუსების ამფითეატრს."


იმპერატორ ნერონის ბრძანებით, ხუროთმოძღვარმა ზენოდორუსმა იმპერატორის საპატივცემულოდ დაამზადა როდოსის კოლოსის მსგავსი ქანდაკება. (მზის ღმერთის ჰელიოსის დიდი ზომის ქანდაკება ) მან მიიღო სახელწოდება "ნერონის კოლოსი"

თავიდან კოლოსი ნერონის სასახლეში იმყოფებოდა. ნერონის გარდაცვალების შემდეგ, კოლიზეუმის მახლობლად აშენდა ქვის საძირკველი, რომელზეც განთავსდა სასახლიდან გადატანილი ქანდაკება. თავად სკულპტურა დღემდე არ შემორჩენილა, მარმარილოს კვარცხლბეკი კი მოხსნეს კოლიზეუმის მოედნიდან 1930 წელს.

image

ძველი საბერძნეთის ამფითეატრების უმეტესი ნაწილი აშენდა ბორცვებზე გარკვეული ტერიტორიის გათხრის შედეგად. ელიფსური ფორმის კოლიზეუმი კი შეიქმნა ქვისგან.

კოლიზეუმი აშენდა ყველა რომაელებისთვის, მაგრამ მდიდარი კლასი დანარჩენი ღარიბებისგან განცალკევებით იჯდა. ამფიტეატრი 50 000 მაყურებელს იტევდა.


რომაელებისთვის პოპულარული გასართობი იყო გლადიატორთა შერკინება, მასში მონაწილეობდნენ: კრიმინალები, მონები და სამხედრო ტყვეები. ასევე ამ სახის ბრძოლებში მონაწილეობდნენ მოხალისეებიც, ფულის გამომუშავების მიზნით.

image

არენაზე იბრძოდნენ არამხოლოდ ადამიანები, არამედ ცხოველებიც. იმისთვის, რომ ცოცხლად დარჩენილიყო და გამარჯვება მოეპოვებინა, გლადიატორს უნდა მოეკლა არენაზე გალიიდან გამოშვებული მხეცი.

ძველი მემატიანეები აღნიშნავენ, რომ კოლიზეუმის გრანდიუზილი გახნისსას, რომელიც 123 დღეს გაგრძელდა, არენაზე 11 ათასამდე ცხოველი მოკლეს:სპილოები, ვეფხვები, ლომები, დათვები და კამეჩებიც კი.

იმპერატორ ტრაიანეს მმართველობის პერიოდში დაახლოებით 40 ათასი ადამიანი დაიღუპა ცხოველებთან ბრძოლაში. მათ შორის არენაზე აგდებდნენ ქრისტიანებსაც, სწორედ მათ ბრალდებოდა რომის იმპერიის დასუსტება იმდროისათვის.


იმპერატორ ვესპასიანეს უმცროსი შვილის მმართველობამდე, სანამ მიწისქვეშა ნაწილი შეიქმნებოდა, კოლიზეუმის არენა ივსებოდა წყლით, ერთი მეტრის სიღრმეზე, იგი გარდაიქმნებოდა აუზად, სადაც საზღვაო ბრძოლების იმიტირებას ახდენდნენ მაყურებელთა გართობის მიზნით. ასეთ ბრძოლებს (naumachia) ეწოდებოდა. ამისათვის შეიქმნა წყალმომარაგების არხი (აკვედუკი)


ისტორიული საბუთების თანახმად, როდესაც რომის იმპერია დაიშალა, მე -5 საუკუნეში კოლიზეუმმა შეწყვიტა მთავარი ადგილის როლი სხვადასხვა სახის სოციალური მოვლენისთვის და თანდათანობით დაინგრა.847 წლის მიწისძვრის შემდეგ, ლამაზი მარმარილო და აგური გამოიყენეს საეკლესიო შენობების მშენებლობისთვის, ხოლო სარდაფებს რომაელები იყენებდნენ ბოსტნეულის მოსაყვანად (უცნაურია) მარმარილოს უმეტესი ნაწილი იყო გამოყენებული პეტრეს ტაძრის გარეთა ფასადის მოპირკეთებისთვის, ვატიკანში.


პირველად კოლიზეუმზე, როგორც მსოფლიო ისტორიის ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობაზე, საუბარი დაიწყო მე -18 საუკუნეში.

რომის პაპმა ბენედიქტ XIV- მ გადაწყვიტა, რომ კოლიზეუმი წმინდა ადგილად გამოეცხადებინა. ამის შემდეგ დაიწყო ამფითეატრის აღდგენა, რომელიც 2000 წლიდან ღიაა ტურისტებისთვის და ითვლება მსოფლიო კულტურის ყველაზე მონახულებულ ძეგლად.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია ციტატა, რომელიც გამოთქვა ინგლისელმა მემატიანემ, ბერმა ბედემ თავის ერთ-ერთ ნაშრომში " თუ კოლიზეუმი დაეცემა, მაშინ მას რომი თან მიჰყვება"


0
198
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0