x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
თურქეთში მოკლეს საქართველოში დაბადებული მოსკოვის კრიმინალური მეფე
image

დღეს დილით თურქეთის ანტალიაში მოკლეს ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ნადირ სალიფოვი, კრიმინალურ წრეებში უფრო ცნობილი, როგორც ლოთუ გული. ის იყო ერთ – ერთი ყველაზე გავლენიანი მაფიოზი პოსტსაბჭოთა სივრცეში. ცნობილი ავტორიტეტის სიკვდილმა კრიმინალური სამყარო შეარყია, რადგან სალიფოვი კანონიერი ქურდების მთავარი ტახტის პრეტენდენტი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ, შესაძლოა, მაფიის კლანებში ახალი გადანაწილება მოხდეს.


სალიფოვმა ტყვია მიიღო არა უშუალოდ მტრისგან, არამედ მისი ერთ-ერთი თანამოაზრესგან -ხანა ახმადილსკისგან (მეტსახელად ბაკინსკი).


თურქული მედიის ცნობით, გუშინ სალიფოვმა ახმადლინსკისთან ერთად ისადილა ერთ – ერთ რესტორანში ბოგაზკენტის ტურისტულ ცენტრში, (სერიკის რაიონი, ანტალია). ადგილობრივი დროით დაახლოებით შუადღისას ახმადლინსკიმ გულის თავში ოთხჯერ ესროლა, შემდეგ კი გაიქცა. იგი დააკავეს ქალაქ დენიზლისკენ მიმავალ გზატკეცილზე.


image


თურქული მედიის ცნობით, გული გარდაიცვალა დილის ოთხ საათზე ადგილობრივ საავადმყოფოში. ასევე გახდა ცნობილი ხანა ახმადლინსკის სახელი. აღმოჩნდა, რომ ეს იყო 25 წლის ხაგან ზეინალოვი. იგი და მისი სავარაუდო თანამზრახველი ამირ ჰამიდლი უკვე დააკავა თურქეთის პოლიციამ .მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მან ვიდეო გაავრცელა, სადაც გული და თავად მკვლელია ასახული.

ახმადლინსკი ლოთუ გულის გარემოცვაში მხოლოდ ახლახან გამოჩნდა. დიდი ალბათობით, იგი გულის წრეში შეაგზავნეს ზუსტად მისი მკვლელობისთვის.




ვინ იყო გული?


ნადირ სალიფოვი დაიბადა 1972 წელს საქართველოში, დმანისის რაიონში. "გული"(ქართულად) მეტსახელი კრიმინალურმა სამყარომ სალიფოვს მის მამაცობისთვის შეარქვა.


image

22 წლის ასაკში გული დააპატიმრეს ბანდის ორი წევრის მკვლელობის გამო, რომელიც ლიდერობაზე კონკურენციას უწევდა სალიფოვს . დაპატიმრების დროს მას აღმოაჩნდა სტეჩკინის АПС იარაღი, რომელიც იმ დროს მხოლოდ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს ჰქონდა. სალიფოვს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ სასჯელი შეიცვალა 15 წლით თავისუფლების აღკვეთით. გულიმ ათი წელი საკანში მთლიანად "მარტოობაში" გაატარა.



ნადირ სალიფოვმა ბევრი მტრები გაიჩინა, განსაკუთრებით მაშინ, გავლენიანი კანონიერ ქურდის, როვშან ჯანიევის (ლენქორანსკი)მკვლელობის შემდეგ.



2016 წლის 18 აგვისტოს, ლენქორანსკი სტამბულის ცენტრში მოკლეს . დაღუპულის ნათესავები დარწმუნებულები იყვნენ- უპირველეს ყოვლისა კი, როვშანის ძმა ნამიკი, რომ მკვლელობის უკან "გული" იდგა.(ეტყობა შეგზავნილ მკვლელ თარიღის დამთხვევაც სურდა, იმავე დღეს მოეკლა "გული", მაგრამ როგორც ჩანს ვერ მოახერხა)


მისმა ძმამ, ნამიკმა ვენდეტა წელიწადნახევრის შემდეგ გადაწყვიტა. 2018 წლის დასაწყისში, 11 მკვლელის თანხლებით იგი თურქეთში მდებარე გულის ვილას მიადგა.გეგმა მარტივი იყო: მოკვდეს ბინის ყველა მკვიდრი და რა თქმა უნდა თავად პატრონი.

ინფორმატორებმა გააფრთხილეს თურქეთის პოლიცია მოსალოდნელი სასაკლაოს შესახებ, მკვლელთა მთელი ბრიგადა, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ავტომატებით და ყუმბარებით, ყოვეგვარი გასროლის გარეშე დააპატიმრეს.

გულის მტრობდნენ ქართველი კანონიერი ქურდებიც, პირველ რიგში ლენქორანსკის ბანაკიდან კვეჟოევიჩი(გურამ ჩიხლაძე) (დაწვრილებით მათი მტრობის ამბავი იხილე აქ)


0
581
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
581
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0