x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
თურქეთში მოკლეს გავლენიანი "კანონიერი ქურდი" ნადირ სალიფოვი, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში და საზოგადოებაში "ლოტუ გული"-ს სახელით იცნობდნენ

image თურქეთში კერძოდ კი ანტალიაში რესტორანში პისტოლეტიდან თავში გასროლით მოკლულ იქნა თანამედროვეობის ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი აზერბაიჯანული წარმოშობის "კანონიერი ქურდი" ნადირ სალიფოვი, იგივე "ლოტუ გული".
ნადირ სალიფოვი საქართველოში დაიბადა 1972 წელს. ადრეულ ასაკშივე გახდა კრიმინალური დაჯგუფების წევრი, 22 წლის ასაკში 2 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ იქნა აზერბაიჯანში, მოკლულები მოწინააღმდეგე დაჯგუფების წევრები იყვნენ. სალიფოვს სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა, თუმცა განაჩენი მოგვიანებით შეიცვალა 15 წლით თავისუფლების აღკვეთით.
ნადირ სალიფოვმა "კანონიერი ქურდის" სტატუსი დაუსწრებლად მიიღო, კრიმინალურმა სამყარომ ნადირს სტატუსი ისე მისცა ნადირი არ დასწრებია, რადგან იმ პერიოდში ციხეში იმყოფებოდა.
ციხიდან გამოსულმა "ნადირ სალიფოვმა", რომელსაც კრიმინალური სამყარო უკვე "ლოტუ გულის" მეტსახელით იცნობდა სწრაფად ჩამოიცილა გზიდან მეტოქეები, მის სახელს უკავშირებენ ცნობილი აზერბაიჯანელი "კანონიერი ქურდის" როვშან ჯანიევის (ლენქორანსკი) მკვლელობა, რომელსაც თავის მხრივ ლეგენდარული "კანონიერი ქურდის" "დედ ჰასანის" მკვლელობაში სდებდნენ ბრალს.
"ლოტუ გულს" აფხაზ კრიმინალურ ავტორიტეტებთანაც ჰქონდა დაპირისპირება, მას შემდეგ რაც ქართველი "კანონიერი ქურდის" მხარდასაჭერად აფხაზეთში ჩასულს აფხაზმა კრიმინალებმა ესროლეს.
ლოტუ გული 47 წლის იყო და უზარმაზარ კრიმინალურ "იმპერიას" მართავდა, მას ბოლო პერიოდში დაპირისპირება ჰქონდა ცნობილ ქართველ "კანონიერ ქურდთან" ბადრი კოღუაშვილთან.
ნადირ სალიფოვს ბადრი კოღუაშვილმა და გურამ ჩიხლაძემ (კვეჟოევიჩი) ნადირ სალიფოვი არაქურდად გამოაცხადეს, ნადირმა მაშინ განაცხადა: ჩვენს შორის კონფლიქტი მაშინ დამთავრდება როცა ეს ორი ქართველი მოინანიებს და ნათქვამს უკან წაიღებს ან რომელიმე ჩვენგანი მოკვდება!
ნადირ სალიფოვს ქილერების მთელი დანაყოფი ჰყავდა, დაცვის გარეშე არსად არ დადიოდა, თუმცა მას სუსტი წერტილი მაინც უპოვეს, ის მოკლა მისივე კლანის წევრმა რესტორანში სადილობისას.
მკვლელი სალიფოვის უახლოესი გარემოცვის წევრი ხან ახმედლინსკია, რომელმაც მას შემდეგ რაც პისტოლეტიდან თავში ესროლა სალიფოვს, შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, თუმცა ის ქალაქ დენიზლის ტრასაზე იქნა დაკავებული.
სალიფოვი კლინიკაში იქნა გადაყვანილი თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცხადი ერთია, სალიფოვის უახლოესი გარემოცვის წევრი მოისყიდეს, ძალიან დიდი იყო ცდუნება, რადგან სალიფოვის მკვლელობისათვის კრიმინალური სამყაროს გარკვეულ წრეში გაჟღერდა, რომ სალიფოვის მკვლელი ერთ მილიონ დოლარს მიიღებდა შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ.

0
541
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
541