x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ალჰამბრა

ესპანეთში, ალ-ანდალუზიაში მავრ ამირათა მმართველობის დროს აგებული ალჰამბრას კომპლექსი მრავალფეროვანი არქიტექტურული და ორნამენტული დეტალებით ხიბლავს მნახველებს.

imageალჰამბრა ესპანური ქალაქის, გრანადის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ასაბიკას ბორცვზე მდებარეობს.
imageკომპლექსი ისლამური არქიტექტურის ნიმუშია და თავისებურად გამორჩეულია სახალიფოს ესპანური ავანპოსტისთვის.imageმავრულ პოეზიაში ალჰამბრას “ზურმუხტებში ჩასმულ მარგალიტს'' ადარებდნენ, რადგან ბორცვი ტყის შუაგულში მდებარეობდა, ხოლო შენობები თავდაპირველად თეთრად იყო შეღებილი. თუმცა სიტყვა ''ალჰამბრა'' ''წითელს'' ნიშნავს და კომპლექსს ასე რეგიონისთვის დამახასიათებელი წითელი თიხის გამო ეწოდა, რომლისგანაც შენობის ასაშენებლად საჭირო აგურები დამზადდა.

image
ალჰამბრას უმთავრესი ღირსშესანიშნაობა “ლომთა სასახლეა''. მას ნატიფად მორთული კედლები, გუმბათოვანი სახურავი და თეთრი მარმარილოს 124 სვეტი ამშვენებს.image
ალჰამბრა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია და ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ითვლება.image











0
247
2-ს მოსწონს
ავტორი:თ.ს.
თ.ს.
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0