x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
" ვის რა ჩემ ფეხად უნდა-საინტერესო და სასარგებლო? როცა გადართავ და უსმენ ჭორაობას… ათას სიბინძურეს, უზნეობას"-ნინო ახობაძე
image“არ მესროლოთ ნინო ვარ
და სტატუსიც ცოტა ძაან “კუმ ფეხი გამოყოა”
იმიტომ რომ ტელევიზორთან არ ვამხანაგობ; ბოლო ორი თვეა რაც აქ დავიწყე ყურება ამ ორ გახმაურებულ მკვლელობას რაც შეეხება ყველაფრის…

ჰოდა ისაც არ ვიცი ვინ რომელ არხზეა (ჟურნალისტები), ეხლაც მერევიან )))))
მიუხედავად ამისა, არ ვარ იდიოტი და გადასარევად ვხვდები
რატომ ქირქილებს ადამიანთა დიდი ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

რატომ არ აქვთ მაღალი რეიტინგი და რატომ არ მოწონს ბევრს:
იმიტომა რომა
ამ არხზე არ არის:
მოკლეს, მოტ@@ეს… ასევე პირდაპირი ჩართვები პანაშვიდებიდან; არ დაყვებიან ჟურნალისტები ჭირისუფალს საფლავამდე; არ არის ჭორიკანა დიშოვი შოუები; არ ტარდება თითიდან გამოწოვილი ვითომ სენსაციურ-სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებები; არ ზის სტუდიაში მთვრალი წამყვანი მთვრალ სოკონაჭამ რესპოდენტთან ერთად; არ უზით ელისო-შმელისო და ვიღაცა პროვოკატორი ძონძები; არ იწვევენ ჰომოსექსუალებს და არ გვასმენინებენ თუ როგორ ირღვევა მათი უფლებები…


არის ერთი უწყინარი არხი საინტერესო გადაცემებით
მარა ვის რა ჩემ ფეხად უნდა-საინტერესო და სასარგებლო?
როცა გადართავ და
უსმენ ჭორაობას… ათას სიბინძურეს, უზნეობას…
და
ეს უფრო გაინტერესებს.
რეიტინგსაც ხალხი წერს.
ანუ ვისი ბრალიაა?
არხიის??
(თუ რაიმე შემეშალა, აქვე დამიწერეთ და ემსააჩი ავიღებ ამ პოსტს)
ბოლო ათი წელია არც პირველი და არც ოთხმოცდამეათე არხი არ ჩამირთავს. იქნება და ვცდები….”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ნინო ახობაძე.



image

როგორც ცნობილია, საზუგადოებრივი არხის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე საზმუას დირექტორის თანამდებობიდან გადადგა, მისივე თქმით გადადგომის მთავარი მიზეზი მოახლოებული არჩევნები იყო და ეუთო-ოდირის დასკვნა, რომელშიც საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი არხის მიმართ კითხვები გაჩნდა.



თავად ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ ეს დასკვნა არ იყო ობიექტური, ამავე აზრისვე იყვნენ პრეზიდენტობის კანდიდატები, თუმცა ამაზე ადგილობრივმა ორგანიზაციებმა იმუშავეს.


"ეს იყო ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ ნამუშევარი. არ შევდივართ ახლა ამ დავაში. მათ ასე ჩათვალეს და ასეთი დასკვნა დაწერეს. ხომ არსებობდა ამასთან დაკავშირებით კითხვები? აი, ახლა გავეცი პასუხი. ახლა მოდის არჩევნები და გადავდექი. იმიტომ გადავდექი, რომ ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, რომლებიც ძალიან რთულ საქმეს აკეთებენ, რომლებიც ბევრი მედიისგან განსხვავებით არიან სრულიად თავისუფალი და თავისუფალ რეჟიმში მუშაობენ, არ მუშაობენ წინასწარი კარნახით, ასეთი კითხვები არ დაუსვან. ამიტომ გადავდექი“, -განაცხადა მაღლაფერიძემ.


0
406
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0