x
image
Yoona
ჭკვიანი ავტობუსის გასაჩერებელი სამხრეთ კორეაში, რომელიც მგზავრებს ტემპერატურას ავტობუსში ასვლამდე უზომავს (ვიდეო)
სეულში, სამხრეთ კორეის დედაქალაქში ჭკვიანი ავტობუსების გაჩერება Smart Shelter დააყენეს იმისთვის, რომ ზაფხულის სიცხეს, სეზონურ წვიმას და კორონავირუსსაც ებრძოლონ.

image

ჭკვიანი გაჩერებები აღჭურვილია კონდიციონერით და ულტრაიისფერი ჰაერის სტერილიზატორით. გარდა ამისა, მათში არის სათვალთვალო კამერა და ციფრული დისპლეი, რომ ავტობუსის მოახლოებაზე გააფრთხილონ. აქვეა უკონტაქტო დამტენები მობილური ტელეფონების და ლეპტოპებისთვის. შესასვლელში დამონტაჟებულია თერმული გამოსახულების კამერა, რომელიც შესვლის უფლებას აძლევს მხოლოდ მათ, ვისაც 37, 5 გრადუს ცელსიუსზე დაბალი ტემპერატურა აქვს.

image


ერთი ასეთი გაჩერების ფასია 100 მლნ ვონი (84 ათასი დოლარი). ამ მომენტისთვის სეულში 10 ასეთი ავტობუსის გაჩერებაა დამონტაჟებული, მაგრამ მომავალში მათი რაოდენობის გაზრდა იგეგმება.

უფრო თვალსაჩინოდ ნახეთ ამ ვიდეოში, აქ:

image


ასევე დაგაინტერესებთ:

ენთუზიასტებმა ლონდონის ტემზაზე მცურავი სახლი გაუშვეს, რომ კლიმატის ცვლილებების მიმართ ხალხის ყურადღება მიეპყროთ

image

ტაილანდურ სუპერმარკეტებში პროდუქტებს პლასტმასის ნაცვლად ბანანის ფურცლებში ახვევენ

image

აი, როგორ გადააჩვიეს ფრანგებმა ფეხით მოსიარულეებს წითელზე გადასვლა!

image

ნორვეგია მსოფლიოში პირველად 47 მლრდ ღირებულების წყალქვეშა მაგისტრალს აშენებს

image

სამსუნგმა გამოიგონა ლარნაკი, რომელიც ხანძარს აქრობს

image

0
166
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
166