x
image
Yoona
სამსუნგმა გამოიგონა ლარნაკი, რომელიც ხანძარს აქრობს
Firevase ყვავილების ლარნაკია, რომელსაც თქვენ პირდაპირ ცეცხლში აგდებთ, რომ ხანძარი ჩააქროთ.

image

ეს ლარნაკი სამსუნგის შვილობილმა კომპანიამ Cheil Worldwide გამოიგონა.

image


ლარნაკი კალიუმის კარბონატით სავსე გარე კამერებს იყენებს, რომელიც ჟანგბადს სწრაფად აცივებს და თრგუნავს, როცა ლარნაკი ტყდება.

image

image

შიდა კამერა უფრო მცირე ზომისაა და ყვავილებისთვის განკუთვნილ წყალს იკავებს.

image

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდაპირველად 100 000 Firevase წარმოებულ იქნა სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, რომელიც სამხრეთ კორეაში სახლში ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების ხელშეწყობას ეძღვნებოდა.

image

იმის მიუხედავად, რომ 2017 წლიდან ხანძარსაწინააღმდეგო საშუალების სახლში ქონა სავალდებულოდ ითვლება, ამ დრომდე ის ქვეყნის მაცხოვრებლების მხოლოდ 60 %–ს აქვს.


ასევე დაგაინტერესებთ:

ჭკვიანი ავტობუსის გასაჩერებელი სამხრეთ კორეაში, რომელიც მგზავრებს ტემპერატურას ავტობუსში ასვლამდე უზომავს

image

Sony–ს პერსონალური ჯიბის კონდიციონერი როგორც იქნა გაყიდვაშია

image

ვისაც ეჩქარება: იტალიელი არქიტექტორი სახლს მხოლოდ 6 საათში აგიწყობთ

image

ამ 5 ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარე 3-ჯერ გაიზარდა

image

მაქსიმალური ეკონომია: ავტოსახლი მზის ბატარეებზე

image

0
129
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
129