x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"ფენიქსის" ავტორები ბათუმსა და ოზურგეთში ადგილობრივ მკითხველს შეხვდნენ
image


ინტერაქციული წიგნის "ფენიქსის" ავტორები, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული ტურნეს" ფარგლებში, ბათუმსა და ოზურგეთში ადგილობრივ მკითხველს შეხვდნენ.


შეხვედრები აუდიტორიის ჩართულობით წარიმართა. მოსული სტუმრების უმრავლესობა უკვე გახლდათ "ფენიქსის" მკითხველი და ახლა, უშუალოდ, ავტორებთან საუბრისას, მიეცათ შესაძლებლობა, მეტი გაეგოთ მუშაობის პროცესსა და სირთულეზე.


წიგნს, რომელიც 15 ნაწილისგან შედგება და რამდენიმე ალტერნატული გაგრძელება და დასასრული აქვს, ოთხი ავტორი ჰყავს: ტორესა მოსი, ელის დოჯსონი, თეა ინასარიძე და ნიკოლას მაჩაბელი.



image


„პროექტის ჩანაფიქრი ამბიციურად გამოიყურებოდა. უნდა შეგვექმნა ერთი სიუჟეტის რვა ვერსია, რომელიც პერსონაჟების გადაწყვეტილებების მიხედვით განსხვავებულად განვითარდებოდა და თითოეულ ხაზს შესაბამისად, სხვადასხვა დასასრული ექნებოდა. ფაბულა თეა ინასარიძემ მოიფიქრა და პირველი გაგრძელების წერა უკვე ერთად დავიწყეთ. მნიშვნელოვანი იყო დეტალების შეთანხმება. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ამოცანას თავი გავართვით და მკითხველს საინტერესო ამბის ბევრნაირი ვერსია შევთავაზეთ”, - ტორესა მოსი.


"ძალიან სასიამოვნო იყო "ფენიქსის" ბათუმელ და ოზურგეთელ მკითხველთან შეხვედრა. იგრძნობოდა მათი მხრიდან დიდი ინტერესი და მოლოდინი, თუ როგორ განვითარდება შემდგომ ნაწილებში სიუჟეტი. ოზურგეთში თბილი მიღება, შინაურული გარემო და კაფე "რვას +1"-ის ძალიან საყვარელი ძაღლი არასდროს დამავიწყდება", - ელის დოჯსონი.


image


"ლიტერატურული გაჩერების" ფარგლებში, ავტორები თელავსა და ზუგდიდშიც იმყოფებოდნენ.


შეგახსენებთ, რომ "ფენიქსი" მკითხველს საშუალებას აძლევს, თავად აირჩიოს ისტორიის მისეული გაგრძელება და პერსონაჟების ბედი თავად წარმართოს.


წიგნის მაღაზიებში უკვე არის: "ასტროიდი", "გადატვირთვა", "ჩაფერფვლა", "კულტი", "გაქცევა", "ზღვარზე", "დაბადების დღე".


image


25 აგვისტოდან კი მკითხველს შემდეგი ნაწილების შეძენა შეეძლება: "გათავისუფლება", "ლაბირინთი", "სიჩუმე", "ელიტები".

0
11
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0