x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ვარსკვლავური ტრუსები: ცნობილი სახეები, რომლებმაც ქვედა საცვლებით მილიონები იშოვეს

image


თითქმის ყველა მსოფლიო დონის ვარსკვლავს საკუთარი ბიზნესი აქვს, რომელსაც მათთვის დამატებითი შემოსავალი მოაქვს და ზოგჯერ ის, მათ ძირითად საქმიანობასთან შედარებით გაცილებით უფრო სოლიდურია. დღეს, სწორედ იმ ცნობილ სელებრითებზე მოგიყვებით რომლებიც საცვლების საკუთარი ხაზის საშუალებით მილიონებს შოულობენ. ფული რომ ზედმეტი არასდროს არ არის, ეს მათთაც მშვენივრად იციან. მსოფლიოს ცნობილი ვარსკვლავები შოუ - ბიზნესის გარდა, წარმატებულ კარიერას ასევე ბიზნესშიც იწყობენ. ისინი საკუთარ ნიჭს - ტანსაცმლის დიზაინით დაწყებული, კოსმეტიკური საშუალებების რეალიზაციით დამთავრებული - ყველაფერში ავლენენ. გთავაზობთ, ცნობილი სელებრითების ტოპ - ათეულს, რომლებმაც მილიონები ქვედა საცვლების გაყიდვით იშოვეს.





მაურა ჰიგინსი: 1 მილიონი ფუნტი



image


ბრიტანული რეალითი - შოუს "სიყვარულის კუნძულის" ვარსკვლავმა თავისი პირველი მილიონი რეკორდულად მცირე დროში გამოიმუშავა. 29 წლის ლამაზმანმა 500, 000 ფუნტი "Boohoo" - სა და "Ann Summers" - ის ქალის თეთრეულის მწარმოებელ კომპანიებთან თანამშრომლობისთვის მიიღო. გასულ წელს მაურამ "Ann Summers"- თან ერთად საკუთარი კოლექციაც გამოუშვა, რამაც მოდელს საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მოუტანა.





დევიდ განდი: 13 მილიონი ფუნტი


image


მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი და ცნობილი ბრიტანელი მოდელი დევიდ განდი "Dolce & Gabbana" - ას მამაკაცის ტანსაცმლის ხაზის სარეკლამო სახეა. 2014 წელს მან "Marks & Spencer"- თან კონტრაქტს ხელი მოაწერა, გასულ წელს კი საცვლების საკუთარი ხაზიც გამოუშვა. მსოფლიოს ყველაზე "ცხელი" და მაღალანაზღაურებადი მოდელის ბიზნეს - პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და "Dolce & Gabbana" -ას ფავორიტ მოდელს დიდი შემოსავალიც მოუტანა.





დიტა ფონ ტიზი: 16 მილიონი ფუნტი



image


ბურლესკის დედოფალს ლამაზი საცვლები პირველად, ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში შეუყვარდა, სწორედ იმ დროს, როდესაც მუშაობა ქალის თეთრეულის მაღაზიაში დაიწყო. 2012 წელს ამერიკელმა მოდელმა "Von Follies" - ეს სახელით საკუთარი კოლექციაც შექმნა, რომელიც 1920-იანი წლების სტილით იყო შთაგონებული. ბურლესკის დედოფლის დიტა ფონ ტიზის კოლექციები, როგორც წესი, გამომწვევი და ამავე დროს საოცრად დახვეწილია.





როზი ჰანტინგტონ - უაითლი: 30 მილიონი ფუნტი


image


სუპერმოდელმა "Marks & Spencer" - თან კონტრაქტს ხელი ჯერ კიდევ 2012 წელს მოაწერა. როზიმ ყველაზე მსხვილ ბრიტანულ ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიასთან ერთობლივი ბიუსტჰალტერების კოლექცია შექმნა, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სწორედ ბრიტანეთში სარგებლობს.





ლიამ პეინი: 46 მილიონი ფუნტი




image


მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული ბრიტანული ჯგუფი "One Direction" -ი 2015 წელს დაიშალა, ამის გამო მისი სიმპათიური წევრის შემოსავალი დიდად არ შემცირებულა. 26 წლის მომღერალი გასულ წელს თავისი პირველი, მამაკაცის თეთრეულის ხაზის შესაქმნელად ცნობილ გერმნულ მოდის სახლ "Hugo Boss" - თან გაერთიანდა. სწორად დაგეგმილი სარეკლამო კამპანიის წყალობით, მამაკაცის ქვედა საცვლები მთელ მსოფლიოში დღემდე დიდი წარმატებით სარგებლობს.





ელ მაქფერსონი: 95 მილიონი ფუნტი



image


90-იანი წლების ერთ - ერთმა ცნობილმა ტოპ- მოდელმა ელ მაქფერსონმა ქალის თეთრეულის პირველი კოლექცია - "Intimates"-ი ჯერ კიდევ 1989 წელს გამოუშვა. 2016 წელს კი მან - "Elle Macpherson Body" - ის საკუთარი ხაზი შექმნა. 56 წლის ლამაზმანი ქალის თეთრეულის გარდა, ასევე სპორტით გატაცებული გოგონების ეკიპირებაზეც ზრუნავს და საკუთარი დიზაინით მათთვის სპეციალურ სამოსსაც ჰქმნის.




ჰაიდი კლუმი: 120 მილიონი ფუნტი


image


გერმანელმა სუპერმოდელმა ჰაიდი კლუმმა ქალის თეთრეულის ერთ - ერთ ყველაზე მსხვილ მწარმოებელ "Victoria's Secret"- თან 10 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, საკუთარი კოლექციის - "Heidi Klum Intimates" - ის პოპულარიზაცია გადაწყვიტა და ცნობილ კომპანია - "Bendon"- თან გაერთიანდა, აღნიშნული კოლაბორაცია მოდელისთვის საკმაოდ სარფიანი აღმოჩნდა, სწორედ მისი წყალობით გამოიმუშავებს ცნობილი სელებრითი წელიწადში 120 მილიონ ფუნტს.






დევიდ ბექჰემი: 339 მილიონი ფუნტი



image


ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს დევიდ ბექჰემს ფეხბურთელობის გარდა ბევრი სხვა ნიჭიც გააჩნია. მართალია, 45 წლის სიმპათიურმა, სპორტსმენმა წარმატებული სპორტული კარიერა დიდი ხნის წინ დაასრულა, თუმცა ქვედა საცვლების რეალიზაციით ის საკმაოდ დიდი შემოსავლის მიღებას კვლავ განაგრძობს. დევიდი 2012 წლიდან ისეთ მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა - "Calvin Klein"- ი, "M&S"- ი და "H&M"- ი. ტრუსები, რომლებსაც რეკლამას ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი უკეთებს გაყიდვების ნამდვილი ჰიტია.




კიმ კარდაშიანი: 350 მილიონი ფუნტი


image


39 წლის ლამაზმანი მილიონებს პარფიუმერიის, ტანსაცმლისა და დეკორატიული კოსმეტიკის გაყიდვით გამოიმუშავებს. გასულ წელს, ამერიკული რეალითი - შოუების ვარსკვლავმა "Kimono" -ს სახელით საკუთარი საცვლების კოლექციის წარმოება წამოიწყო, რომელსაც სამი თვის შემდეგ, სახელწოდება შეუცვალა და მას "Skims" - ი უწოდა. გადაწყვეტილება ამერიკელმა მოდელმა მას შემდეგ მიიღო, რაც იაპონელები ბრენდის სახელმა გააღიზიანა, ვინაიდან კარგად მოგეხსენებათ, რომ კიმონო იაპონიაში ტრადიციული სამოსის სახელწოდებაა. პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში კოლექციის გაყიდვიდან შემოსულმა თანხამ არც მეტი, არც ნაკლები ორი მილიონი ფუნტი შეადგინა.





რიანა: 468 მილიონი ფუნტი



image


"R&B" - ის დედოფალი საცვლების სრულფასოვან დედოფლად მას შემდეგ იქცა, რაც 2018 წლის მაისში ქალის თეთრეულის საკუთარი ბრენდი - "Savage X Fenty" დაარსა. საგანგებოდ ფუმფულა გოგონებისთვის შექმნილმა თეთრეულის ხაზმა ვარსკვლავს დიდი ფინანსური შემოსავალი მოუტანა. ბარბადოსელი ლამაზმანის ქალის თეთრეულმა მთელ მსოფლიოში მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა გულები რეკორდულად მცირე დროში დაიპყრო.






0
506
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
506