x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ის, რაც თბილისზე უნდა იცოდე

image

იცოდით, რომ ახლანდელი მშრალი ხიდის ტერიტორიაზე მდინარე მტკვარი ძველად ორ განშტოებას ჰქმნიდა. ხოლო ამ განშტოებებს შორის იყო პატარა კუნძულები.

მტკვრის ქვედა დინებაში არსებული ორთაჭალის კუნძული ცნობილი იყო ბაღებით, რომლებიც თბილისს ამარაგებდა ხილითა და ბოსტნეულით.

კუნძულის სახელი იყო " ორბელიანის კუნძული" რადგან იგი თავდაპირველად ორბელიანების საკუთრებაში იყო, ხოლო შემდეგ რამოდენიმეჯერ გამოიცვალა სახელიც და მეპატრონეც . ეს კუძული ცნობილი იყო ულამაზესი ბაღით.


მას მარჯვენა ნაპირთან აკავშირებდა კოფებზე შეყენებული ხის ვიწრო ხიდები, რომლებზეც ხილით სავსე გოდრები სახედრებით გადაჰქონდათ, ამიტომ შეარქვა ხალხმა ვირის ხიდები.

image1951 წელს ვირის ხიდები აიღეს. თუმცა ხიდის გარდა გადასვლა ტივითაც შესაძებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მტკვარში ასევე იყო წისქვილები, რომლებიც ჯაჭვებით იყვნენ დაბმულები.

"სანამ მტკვრის ენერგია ელექტროდენის გამომუშავებას დაიწყებდა, მდინარის მძლავრი დინება საუკუნეების განმავლობაში, ტურბინათა ნაცვლად, წისქვილის ქვებს აბრუნებდა. ასე იყო მრავალი ასეული წლის განმავლობაში. ჯერ კიდევ შორეულ 977-978 წლებში არაბი გეოგრაფი და მოგზაური იბნ-ჰაუქალი, ავტორი თხზულებისა "გზათა და სამეფოთა წიგნი", წერდა:

"ქალაქი მდინარე მტკვარზეა გაშენებული. წისქვილები ტფილისში (ისე, როგორც მოსულში და რაკაში ტიგრსა და ევფრატზე) ნავებზე არის გამართული".

წისქვილის ქვას, უზარმაზარფრთებიანი ვერტიკალური ბორბალი ატრიალებდა. როგორც ჩანს, ამგვარი ვერტიკალურბორბლებიანი წისქვილები მე-19 საუკუნის საქართველოში მხოლოდ თბილისში გვხვდებოდა.

ამ წისქვილების არსებობა მე-20 საუკუნის 30-იანი წლების მეორე ნახევარში შეწყდა. საბჭოთა ხელისუფლებამ წისქვილები აიღო.

image

"წისქვილები გამართული ყოფილა ორთაჭალჰესის ადგილზე (თამამშევის წისქვილი), აბანოებთან, რიყეზე, გარეთუბანში. მე-19-მე-20 საუკუნეების თბილისში ასეთ წისქვილებს ნახავდით რიყეზე, ჩუღურეთსა და ვანქის უბანში. ისტორიკოს თეიმურაზ ბერიძის თქმით, გასაკვირი არაა, რომ იქვე, მუხრანის (ბარათაშვილის) ხიდთან იყო ქუჩები – წისქვილის შესახვევი და წისქვილის დაღმართი, რომელიც მტკვართან ჩადიოდა" (დათო ქარდავა, "მტკვარი და მისი ორი ნაპირი").

0
382
2-ს მოსწონს
ავტორი:ოქროცვარიძე მარიამი
ოქროცვარიძე მარიამი
382
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0