x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეკლესია ძაღლებს რატომ ერჩის? ლოცვა დაბეჭდეს ''ძაღლების თავდასხმისა და კბენისაგან დასაცავად" - ბასილ კობახიძე

image


ყოფილი დეკანოზი, ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ძაღლების მიმართ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულებით ინტერესდება, თეოლოგის აზრით, მას ვერ გაურკვევია რატომ ერჩის ეკლესია კონკრეტულად ძაღლებს, რატომ მოიხსენიებს მათ ეშმაკის სახელით და რით არის განპირობებული - "ძაღლების თავდასხმისა და კბენისაგან დასაცავად'' დაბეჭდილი საგანგებო ლოცვა. კობახიძეს, სანამ ის მართლმადიდებელ ეკლესიას 2006 წელს დატოვებდა, კარგად ახსოვს, რომ ძაღლები თავად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II -საც ჰყავდა, თუმცა ყველა მათგანი სამწუხაროდ დაიღუპა, რაც მისი თქმით, იმ პერიოდში საპატრიარქოში, უწმინდესთან და უნეტარესთან არსებული სული წმინდის დიდი კონცენტრაციით ახსნეს: "ეკლესია ძაღლებს რატომ ერჩის? ლოცვა დაბეჭდეს ''ძაღლების თავდასხმისა და კბენისაგან დასაცავად'', სადაც სულ ეშმაკებს ეძახიან ძაღლებს, უნდა წარსწყმდნენ ეგენიო პირისაგან მათისა, ვისაც უყვარს ღმერთიო. პატრიარქს ძაღლები ყავდა და სულ უკვდებოდა. ვიკითხე რა არის, არ უვლით მაგათ თქო და მიპასუხეს პატრიარქთან სული წმინდის დიდი კონცენტრაციაა და ეგ კლავს ძაღლებსო. სერიოზულად მიპასუხეს, საპატრიარქოში არ ხუმრობენ, ცირკი კი არ არის იქ, ღვთის სახლია"- დაწერა "ფეისბუქის"პირად გვერდზე ყოფილმა დეკანოზმა ბასილ კობახიძემ. გთავაზობთ, თეოლოგის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებულ ლოცვას.


image




0
115
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
115