x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ცნობილი ადამიანების შვილები, რომლებმაც მშობლები საჯაროდ შეარცხვინეს

image


ბავშვებს, მშობლების დამცირება და მათი საქვეყნოდ შერცხვენა არაერთი საშუალებით შეუძლიათ: მაგალითად, არასათანადო ქცევით, ჰეროინსა ან კოკაინზე დამოკიდებულებით, არაფხიზელ მდგომარებაში ავტომობილის მართვითა და მათი საქვეყნოდ უარყოფითაც კი.





ტომ ჰენქსის ვაჟი კოკაინს 16 წლის ასაკიდან მოიხმარდა



image


ჰოლივუდის ვარსკვლავის ტომ ჰენქსისა და მისი მეორე მეუღლის, მსახიობ რიტა უილსონის ვაჟმა "ჩეს" მარლონ ჰენქსმა წამალზე დამოკიდებულება თავად აღიარა. ჩესტერის თქმით, ის კოკაინსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს მთელი 8 წლის განმავლობაში მოიხმარდა, რის გამოც 2014 წელს რეაბილიტაციის ცენტრშიც კი აღმოჩნდა.





მადონასა და გაი რიჩის ვაჟი


image


რამდენიმე წლის წინ, ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის გაი რიჩისა და პოპ - მუსიკის ლეგენდის მადონას ვაჟი - როკო მსუბუქი ნარკოტიკების გამოყენებისთვის დააპატიმრეს. მოზარდი, ლონდონში, საკუთარ სახლთან ახლოს, მეზობლებმა მოწევის დროს დაიჭირეს. სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ, გირაოთი გაათავისუფლეს. ამ უსიამოვნო ფაქტის გამო, პოპ-ვარსკვლავმა საზოგადოებას თხოვნითც კი მიმართა რომ მათ ოჯახურ საქმეებში ჩარევისგან თავი შეეკავებინათ.





რობერტ დაუნი უმცროსის ვაჟის გატაცებები



image


2014 წლის ზაფხულში, ინდიო დაუნი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა. სამართალდამცავებმა ჩხრეკისას, მანქანაში ახალგაზრდას დიდი ოდენობით კოკაინიც უპოვეს.





ბრიუს უილისის ქალიშვილები


image


ტალულა უილისი რომ კოკაინდამოკიდებულია, ეს პირველად, მისმა უფროსმა დამ - რუმერმა გაარკვია, რომელმაც ის ერთ - ერთ წვეულებაზე წამლის ზემოქმედების ქვეშ გამოიჭირა. რუმერმა მამასს ყველაფერი უამბო, აღშფოთებულმა "კერკეტმა კაკალმა" კი უღირსი ქალიშვილი იმით დასაჯა, რომ ჯიბის ფული აღარ მისცა და დაემუქრა, რომ თუ კლინიკაში დროულად არ დაწვებოდა, მას მემკვიდრეობის გარეშე დატოვებდა.



image


ტალულას "საგმირო" საქმეებში არც მეორე და - სკაუტი ჩამორჩება, მართლია ის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაში შემჩნეული არ არის, თუმცა თავისი უცნაური გამოხტომებით ის გარშემომყოფების ყურადღების მიქცევას ყველანაირად ცდილობს.




მაიკლ დუგლასის ვაჟის 7 წლიანი პატიმრობა



image


მაიკლ დუგლასის უფროსი ვაჟი 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. კამერონს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰეროინის შენახვისთვის მიესაჯა, სასჯელი კი, 7 წლამდე მას შემდეგ გაეზარდა, რაც გაირკვა, რომ ის ციხეში ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდას ეწეოდა.





ჯეკი ჩანის შვილები



image


2014 წელს ჯეიზი ჩანი პეკინის პოლიციამ დააკავა. ახალგაზრდის ბინაში, სამართალდამცავებმა ნარკოტიკების ქვეშ მყოფი რამდენიმე ახალაზრდის გარდა, ასევე აკრძალული ნივთიერებების პაკეტიც აღმოაჩინეს, რისთვისაც სასამართლომ ჯეიზის 6 თვით პატიმრობა და ჯარიმის სახით, 330 აშშ დოლარის გადახდა შეუფარდა.


image


წინა დღით კი, ჯეკი ჩანის უკანონო ქალიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის საკუთარ მშობელზე უარს საბოლოოდ ამბობდა, ვინაიდან მას ნამდვილ მამად არასდროს აღიარებდა, ხოლო გოგონას დედა ოდესღაც ცნობილ ვარსკვლავთან კავშირს თავის ერთ - ერთ, უდიდესს შეცდომად აფასებდა.




0
5200
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
5200