x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134345
  • ვიდეო:352365
  • სურათი:508425
10 ძლიერი ფილმი, რომელიც მეტყველების უნარს დაგაკარგვინებთ
არსებობს ერთჯერადი ფილმები, რომლებსაც კინოში ვუყურებთ, რომ ვიცინოთ ან სხვა ემოციები მივიღოთ, მაგრამ სეანსის შემდეგ მისი არსებობა გვავიწყდება. არსებობს ისეთი შედევრები, რომლებიც სულში დიდ შთაბეჭდილებას ტოვებენ და კვლავ და კვლავ ყურებას გვაიძულებენ.

image

სახელების სიმღერა

ოფიციალური სახელი: The Song of Names


გამოსვლის წელი: 2019

რეიტინგი IMDb: 6.2

image

მეორე მსოფლიო ომი. ინგლისელი სიმპსონების ოჯახი ებრაელ ბიჭს, დოვიდლს განათლების მისაღებად აღსაზრდელად აიყვანენ. პატარა ასაკის მიუხედავად, ვიოლინოზე გასაოცრად უკრავს. ბიჭი მეურვეების შვილის, მარტინის საუკეთესო მეგობარი ხდება. წლების შემდეგ დოვიდლი უკვალოდ გაქრა, ხოლო მარტინს მისი გაუჩინარების საიდუმლოს ამოცნობა მოუწევს.


სიდნი ჰოლის გაუჩინარება

ოფიციალური სახელი: The Vanishing of Sidney Hall

გამოსვლის წელი: 2017

რეიტინგი IMDb: 6.9

image

დამწყები მწერალი თავის პირველ წიგნს აქვეყნებს და მთელ მსოფლიოში პოპულარული ხდება. დიდებით და წარმატებით დატკბობას ვერ ასწრებს. რაღაც მის ფანებს დევნის და მალე მწერალი უჩინარდება.

ფილმის სცენები სხვადასხვა დროის პერიოდში ვითარდება. მთავარი გმირი 18, 24 და 30 წლისაა. ყურადღებით უყურეთ, რომ პერსონაჟის მოტივაცია და მისი მოქმედებები გაიგოთ.


უსიყვარულო

ოფიციალური სახელი: Loveless

გამოსვლის წელი: 2017

რეიტინგი IMDb: 7, 7

image

ოჯახის ისტორია, სადაც პატარა ბიჭი მშობლებისთვისაც და ბებიისთვისაც ზედმეტია.


კაპერნაუმი

ოფიციალური სახელი: Capernaum

გამოსვლის წელი: 2018

რეიტინგი IMDb: 8.5

image

მთავარი გმირი 12 წლის ბიჭი ზეინია. ის მშობლებს უჩივის იმის გამო, რომ მათ სიცოცხლე მისცეს. ბიჭმა ადრეული ასაკიდან გაიგო, თუ რა არის შიმშილი, სიღარიბე და მძიმე შრომა. მისი 11 წლის ზრდასრულ კაცზე გასათხოვრად გაყიდეს. ის განათლების მიღების ნაცვლად იძულებულია იმუშაოს, რომ შიმშილით არ მოკვდეს. ზეინი ხვდება, რომ ეს არასწორია და ბედისწერიდან თავის დაღწევას ცდილობს.


მოჭადრაკე

ოფიციალური სახელი: Fahim

გამოსვლის წელი: 2019

რეიტინგი IMDb: 6.7

image

ბიჭი ფაჰიმი იძულებულია მამასთან ერთად მშობლიური ბანგლადეშიდან საფრანგეთში საცხოვრებლად გადავიდეს. აქ ხვდება გროსმაისტერს სილვიანს. თავიდან ცუდად დაწყებული ურთიერთობა ძლიერ მეგობრობაში გადაიზარდა, რომელიც ახალ გმირს ახალ გამარჯვებებამდე და დამარცხებამდე მიიყვანს.


მწვანე წიგნი

ოფიციალური სახელი: Green Book

გამოსვლის წელი: 2018

რეიტინგი IMDb: 8.2

image

60-იანი წლები. აშშ. ტონი ღამის კლუბის დახურვის გამო უმუშევარი რჩება. ამ დროს შავკანიანი მუსიკოსი დონი სამხრეთ შტატებში ტურში მიდის, სადაც ძლიერი რასისტული გავლენა ჯერ კიდევ არის. მუსიკოსი ტონს ქირაობს მძღოლის და მცველის სახით. ეს მოგზაურობა მათ ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო თავგადასავალი იქნება.


ფორდი ფერარის წინააღმდეგ

ოფიციალური სახელი: Ford v Ferrari

გამოსვლის წელი: 2019

რეიტინგი IMDb: 8.1

image

ჰენრი ფორდ უმცროსი ავტომობილების წარმოების გაფართოებას და პრემიუმ ბაზარზე შესვლას გადაწყვეტს. ის ცდილობს გაკოტრებული ფერარის შეძენას, მაგრამ წარუმატებლობას განიცდის. მაშინ ამერიკელები ეცდებიან ლე–მანის რბოლაში იტალიელების დამარცხებას. ფორდი ნიჭიერ კონსტრუქტორს კეროლ შელბს იქირავებს, ის კენა მაილზის დაქირავებას მოითხოვს. მათ წინ ელოდებათ შედევრის შექმნა Ford GT40.


ქართან რბოლა

ოფიციალური სახელი: Ride Like a Girl

გამოსვლის წელი: 2019

რეიტინგი IMDb: 6.8

image

ავსტრალია, მელბურნი. აქ, ყოველწლიურად საცხენოსნო სპორტის პრესტიჟული ჩემპიონატი იმართება. ამჯერად მასში მონაწილეობას აპირებს პროვინციელი გოგონა. ყველასთვის ის უბრალოდ მეტიჩარაა, მაგრამ გმირი ყველას უმტკიცებს, რომ კაცებთან კონკურენციის გაწევა შეუძლია.


წვრილმანი მძარცველები

ოფიციალური სახელი: Manbiki Kazoku

გამოსვლის წელი: 2018

რეიტინგი IMDb: 8.0

image

მოქმედება ხდება იაპონიაში. ღარიბი ოჯახი ბებიის პენსიაზე ცხოვრობს და ამავე დროს მაღაზიების ქურდობას გეგმავენ. ასეთი მდგომარეობის მიუხედავად ოჯახის უფროსს სახლში მშიერი გოგო მოყავს. დროთა განმავლობაში ის ოჯახს უერთდება და თავისი მდიდარი მშობლები ავიწყდება.


პირველი ადამიანი მთვარეზე

ოფიციალური სახელი: First Man

გამოსვლის წელი: 2018

რეიტინგი IMDb: 7.4

image

ნილ არმსტრონგმა ცხოვრების დიდი ნაწილი მთელი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან ფრენას დაუთმო. უცნობის შიში, ცოლის და შვილების კვლავ ვერ ნახვის რისკი – ნილი ამას გადალახვას, რომ მთვარეზე პირველი ადამიანი გახდეს.


ასევე დაგაინტერესებთ:

ჟურნალმა Time 2020 წლის 10 საუკეთესო სერიალი შეარჩია

image

ყველაზე საინტერესო თურქული სერიალები, რომელთა ყურებისას დრო შეუმჩნევლად გაფრინდება

image

14 ფილმი, რომელთა შექმნისთვის ფული დაზოგეს, მაგრამ მათ ნამდვილი ფურორი მოახდინეს

image

10 საუკეთესო რომანტიკული ფილმი კინოს ისტორიაში

image

10 ფსიქოლოგიური ფილმი, სადაც ჩაკეტილ სივრცეში ნამდვილი საშინელება ხდება

image

0
1236
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1236