x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საქართველოს გამორჩეული დედოფლები და მათი განსაკუთრებული ღვაწლი ქვყნის წინაშე

ბურდუხანი, ბორდოხანი, საქართველოს მეფის გიორგი III-ის მეუღლე, თამარ მეფისა და რუსუდანის დედა. იგი იყო ოსთა მეფის ხუდდანის ასული.

გიორგისა და ბურდუხანის ქორწინების ზუსტი თარიღი უცნობია, სავარაუდოთ 1150-იანი წლების დასაწყისი. თუმცა რომიმს პაპის დესპანს 1149 წლის ჩანაწერში ის უკვე მეფის ცოლად ჰყავს მოხსენიებული.

იგი ძალიან განათლებული და ლამაზი იყო, მისი სილამაზე მთელ აღმოსავლეთში იყო ცნობილი. ბურდუხანმა იცოდა ოსური, ბერძნული, ქართული, ლათინური და სპარსული ენები. დიდი ხნის განმავლობაში შვილი არ შეეძინა სამეფო წყვილს. გიორგი მეფე ძალიან წუხდა უშვილობას. წლების შემდეგ ორი ქალიშვილი შეეძინა მეფე-დედოფალს. თამარი, დაახლოებით 1160 წელს დაიბადა, შემდეგ რუსუდანი გაჩნდა. 1180-იანი წლების დასაწყისში გარდაცვლილა ბურდუხან დედოფალი.

imageსაქართველოს მეფის, გიორგი I-ის (1014-1027 წწ.) მეუღლე, ვასპურაკანის სომხური სამეფოს წინამძღოლ სენექერიმ არწრუნის ქალიშვილი, დედოფალი მარიამი. ის მეფე გიორგიზე 1014 წელს დააქორწინეს, არამ პოლიტიკური მიზეზებით გიორგ იძულებული გახდა მას გაყროდაა და ოსთა მეფის ასულზე დაქორწინებულიყო (სავარაუდოდ 1024 წელს).

მარიამ დედოფალი იყო ბაგრატ IV-ის დედა. მარიამი მცირეწლოვანი ბაგრატის მეფობის დროს აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის მართვაში. შეეცადა ბოლო მოეღო დაუცხრომელი შინაფეოდალური ბრძოლებისათვის, რითაც სარგებლობდა ბიზანტია და ცდილობდა მიწები წაეგლიჯა საქართველოსათვის. მარიამისა და ბაგრატ IV-ის დამოკიდებულება კი მართლაც რომ განსაკუთრებულია. საქართველოს ისტორიაში იშვიათია დედის ესოდენი წვლილი შვილის პოლიტიკურ კარიერაში. უცნობია მისი გარდაცვალების თარიღი.

0
310
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0