x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
რა არის გენმოდიფიცირება და რას ნიშნავს გენმოდოფოცირებული პროდუქტი

ახალი ერა მოლეკულურ ბიოლოგიაში, არ შეიძლებოდა არ ასახულიყო საკვები
პროდუქტების მასიური წარმოების ტექნოლოგიებზეც. მით უმეტეს რომ საკვების
უკმარისობა ყველა კონტინენტზე, განსაკუთრებით აფრიკასა და აზიაში აღინიშნება. გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მიღება, რომლებსაც მოსავლიანობის ზრდა, სხვადასხვა დაავადებისადმი ამტანობა, მარილიანი ნიადაგებისა და სხვა სტრესული პირობებისადმი გაზრდილი ტოლერანტობა ახასიათებთ, მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფის პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა.

image

გენმოდიფიცირებული პროდუქტი _ გენმოდიფიცირებული ორგანიზმის
გადამუშავების შედეგად მიღებული ან/და გენმოდიფიცირებული ორგანიზმის
ინგრედიენტის შემცველი პროდუქტი (სურსათი ან/და ცხოველის საკვები), რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილსაც არ გააჩნია გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი;

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი _ ნებისმიერი ორგანიზმი, რომლის
გენეტიკური მასალა შეცვლილია არაბუნებრივი (თანამედროვე ბიოტექნოლოგიის) მეთოდების გამოყენების გზით; რაც ნიშნავს ორგანიზმის გენეტიკური მასალის შეცვლას ხელოვნურ პირობებში ნუკლეინის მჟავების ორგანიზმის უჯრედებში ან ორგანელებში პირდაპირი ინექციის მეთოდის ან/და სხვადასხვა ტაქსონომიური სტატუსის მქონე ორგანიზმების უჯრედების შერწყმის მეთოდების გამოყენების გზით.

0
133
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0