x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"საბოლოოდ ჩამოიშალა ეს ქვეყანა თუ რა ჯანდაბა ხდება? არ გამოდის ამ ქვეყანაში სიმშვიდე, არა" - ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია 15 აგვისტოს გაუჩინარებული ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება, შეგახსენებთ, რომ ბაია ბერუაშვილისა და გიორგი შალამბერიძის ცხედრები მაშველებმა დღეს, მდინარე მტკვარში იპოვეს. ახალგაზრდები ბარ "ბაუჰაუსის" თანამშრომლები არიან, რომლებიც ახლობლების ინფორმაციით სამსახურიდან 05:00 საათზე პირადი ნივთების გარეშე გავიდნენ და მას შემდეგ აღარავის უნახავთ:"ძალიან გადაღლილს გადაწყვეტილი მქონდა, ისე დამესვენა, ნერვი არაფერზე ამეშალა. არ გამოდის ამ ქვეყანაში სიმშვიდე, არა და არა(((( ორი ახალგაზრდა ცხედარი მტკვარში რანაირად აღმოჩნდა? რანაირად, ასე ზედიზედ ახალგაზრდების ბუნდოვანი გარდაცვალება((( საბოლოოდ ჩამოიშალა ეს ქვეყანა თუ რა ჯანდაბა ხდება????? ასე იცის კრიმინალის წახალისებამ" -დაწერა გადაცემა "რეაქციის" წამყვანმა ინგა გრიგოლიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე.








0
631
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
631