x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ჭკუის დამრიგებელი არავინ არის გვერდით, რომ გაგაჩერონ?! დაინდეთ ეს პატარა გოგო" - მანჩო გიორგობიანი

image


სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალეიშვილის ოჯახის მხრიდან გადაჭარბებულ აქტიურობასა და მათ საჯარო გამოსვლებს მკაცრად აკრიტიკებს, აქტივისტი ჭირისუფლებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ და მეტი თავშეკავებულობისკენ მოუწოდებს: "ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ვიღაცეებმა დააშინეს თამარ ბაჩალიაშვილის ჭირისუფლები "თვითმკვლელობამდე მიყვანას დაგაბრალებენო" და ტრაგედიისგან ისედაც გონებადაბინდული ხალხი, კიდევ ათას სისულელეს როშავს... საკუთარი მიცვალებულის გაშავებასაც აღარ ერიდებიან და ლამის მიზანმიმართულ დამნაშავედაც აქციონ, ოღონდ მათგან გადავიდეს საეჭვო ისრები.. ასევეა ვირტუალური "შეყვარებული" ბაჩანა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ეპისტოლარულ ჟანრში გადატანილ ცხოვრებაში, არაერთხელ ექნებოდა თამართან გარჩეული სუიციდის თემაც.. სადაც ბაჩანაც "გაშლიდა ფრთებს", ჩაეხუტებოდა სიკვდილის ანგელოზებს და ზოგადად, სიკვდილ- სიცოცხლის მიჯნაზე სიარულს დაუკრავდა ტაშს, შეასხამდა ხოტბას (ყოველი შემთხვევისთვის, ასე ჩანს მისივე ახსნა -განმარტებებიდან) ... ათასი სისულელე ექნებათ მიმოწერაში ... რისიც ასევე ეშინია ამ გამოფალოსიფოსოებულ ბიჭუნას, არ ჩაუთვალონ სუიციდისკენ ბიძგში და ამიტომ არც ამან დააკლო ვერსიებად ; ლესბოსელობა? ეჭვიანობა? პორნო? ამერიკელები? ავსტრიელები? მისი კომპიუტერი?... არადა, აშკარად წამოსცდა, რომ მოუსმენია თამარისგან სუიციდზე ლაპარაკიც (არაერთხელ), მის დაძაბულ ურთიერთობებზე ოჯახთანაც, ისიც, რომ ხშირად იყო უხასიათოდ, პრობლემებზეც და ა.შ.. მოკლედ, ეს ტექსტიც მოსმენილი აქვს "თავის მოკვლას ვაპირებდიო" და ხუმრობანარევი პასუხიც აქვს გაცემული თავად ბაჩანას ... სწორედ ამიტომაც, ალბათ ურჩევნია, რომ მკვლელობა იყოს, რომ მთელი ცხოვრება არ ინერვიულოს თვითონ - იცოდა და ვერ გადაარჩინა... იმის თქმა მინდა, რომ ყველას თავისი მიზეზი აქვს ისურვილოს, რომ მკვლელობა იყო და არა თვითმკვლელობა - ამ ვერსიისსკენ ეცადონ ჩვენს გადახრას, მაგრამ ამისთვის ნუ წაბილწეთ მიცვალებული, კარგით რა!.. გინდაც მკვლელობა იყოს, გოგო, უკვე აქეთ დამნაშავედ გყავთ გამოყვანილი ჯერ არარსებულ ქილერებთანაც!.. პატრონი, ჭკუის დამრიგებელი არავინ არის გვერდით, რომ გაგაჩერონ?! ჩუმად გააგრძელეთ გამოძიებასთან მუშაობა და არავინ არაფერს წამოგაძახებთ... დაინდეთ ეს პატარა გოგო.. ღმერთო, შეუნდე"- დაწერა გიორგობიანმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

0
953
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
953