x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სავარაუდოდ ბაუჰაუზის ერთ-ერთი დაკარგული თანამშრომლის ცხედარი მტკვარში აღმოაჩინეს
image


მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ მტკვარში ცხედარი აღმოაჩინეს.


ცხედარი იმ ბარის მიმდებარე ტერიტორიაზეა იპოვეს, სადაც ბარი "ბაუჰაუსი" მდებაროებს და საიდანაც 15 აგვისტოს 5 საათზე ორი თანამშრომელი გიორგი შალამბერიძედა ბაია ბერუაშვილი გაუჩინარდნენ.



პოლიციაში შეტყობინება ორი თანამშრომლის დაკარგვის შესახებ 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შევიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.


image

წყვილის ბოლო ლოკაციის ადგილი იუსტიციის სახლთან და ვერცხლის ქუჩაზე დაფიქსირდა.


"არ გამოჩნდნენ. ვეძებთ ოჯახები და პოლიცია. მკვდრები ვართ უკვე. აღარ შეგვიძლია. ორი წუთით გავიდნენ ბარიდან ჩანთების გარეშე და არსად ჩანან.“-აღნიშნა ბაია ბერუაშვილის დეიდამ.



დღეს დილიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამძებრო ღონისძიებები მდინარე მტკვარში განახორციელა, რა დროსაც ფსკერის სკანირება სპეცკატერით ხორციელდება.


სამძებრო სამუშაოებში, 8-კაციანი სამაშველო ჯგუფიც მონაწილეობს.


0
237
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0